ანაზღაურებადი ვაკანსიები სომხურ და ქართულენოვანი სტუდენტებისთვის

დასაქმება

ავტოიმპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია “CAREXPRESS” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (სომხურენოვანი).

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება
სომხურის და ქართული ენის ცოდნა სასაუბრო და წერა-კითხვის დონეზე.(სასურველია რუსულიც)
კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული
დამატებითი ინფორმაცია:

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 300 ლარიდან, რომელსაც ემატება საბონუსე სქემა )

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcarexpress@gmail.com. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მაისი.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “ქოლ-ცენტრის ოპერატორი”

მისამართი: ქ. თბილისი ,ფანჯიკიძის 22

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე 24 საათიან სერვის-ცენტრში (სარეზერვო თანამშრომელი) თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები

  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება წელი
  • განათლება: ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური – კარგი, რუსული – კარგი

უნარები

  • თავაზიანობა
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • სისხარტე
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა

  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
  • უნაღდო კონვერტაციების წარმოება;
  • გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილების განაღდება;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • თიბისი ფეის ყოველდღიური ინკასაცია, ზედმეტობა-დანაკლისის აღრიცხვა და გატარება;
  • სალაროს გახსნისა და დაკეტვის ჟურნალის აღრიცხვა, სეიფის დალუქვა-გაღება;
  • სალაროში აღმოჩენილი დანაკლისი-ზედმეტობის აქტების ფორმირება და ფაილინგი, მიღება-ჩაბარების აქტების ფორმირება და ფაილინგი;
  • სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;

დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო გრაფიკი მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის საათებში მუშაობას;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 აპრილი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს. 

ქართველი დიზაინერი, ხატია ადამია, აცხადებს ვაკანსიას ატელიეში მკერავის დამხმარეს პოზიციაზე თბილისში.

დაინტერესებულ პირს სასურველია შეეძლოს საკერავ მანქანასთან მუშაობა.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; მოქნილი გრაფიკი; არასრული განაკვეთი.
სასურველია სამხატრვრო აკადემიის სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია სამკერვალო საქმიანობის შესწავლით.

ანაზღაურება შეთანხმებით.
ასაკი 18-35

დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ +995 555 11 29 29 ან გამოგზავნეთ CV xatiaadamia@gmail.com, ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მაისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები