Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ფოტოკონკურსი ფოტოხელოვნების მოყვარულთათვის – პირობები და პრიზები

ფოტოკონკურსი ფოტოხელოვნების მოყვარულთათვის – პირობები და პრიზები
May 03
13:04 2018

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ერთობლივი ფოტოკონკურსი ფოტოხელოვნების მოყვარულთათვის – „რაკურსი“ (2018)

2018 წელს ფოტოკონკურსი განსხვავებული პირობით იწყება. ყოველთვე, ნეოსტუდიისა და მაგთიკომის მიერ შერჩეული იქნება თვის თემა. ყოველი თვის დასაწყისში თვის თემა განთავსდება მაგთიკომის INSTAGRAM და FACEBOOK გვერდებზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა კონკურსის თემატიკის შესაფერისი ფოტო პირადი მესიჯით უნდა გაგზავნონ მაგთიკომის Instagram-ზე.

კონკურსი გაგრძელდება 10 თვის განმავლობაში და ყოველთვე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში, მაგთიკომის და ნეოსტუდიის თანამშრომლების გარდა, მოწვეული იქნებიან პროფესიონალი ფოტოგრაფები.

თვის გამარჯვებულებს შორის გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პრიზები:

  • თვის გამარჯვებულს – 10 000 მბ მაგთის ინტერნეტი.
  • კონკურსის ფინალში გამარჯვებულებს მაგთიკომის პრიზი:

I ადგილი – 5 000 ლარი;
II ადგილი – 3 000 ლარი;
III ადგილი – 2 000 ლარი;

  • ნეოსტუდიის პრიზი: ჟურნალ “მუდმივის” გამოცემაში სარეკლამო გვერდი გამარჯვებულის ფოტოს განსათავსებლად.

კონკურსი გაგრძელდება 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

ყოველი თვის თემა დაიდება თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე. თვის თემატიკის ფოტოების მიღება გაგრძელდება თვის ბოლო რიცხვის 00:00-მდე.

თვის გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო თვის დასაწყისში.

2018 წლის დეკემბერში 10 ფინალისტს შორის გაიმართება საბოლოო კონკურსი.

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის გუნდთან ერთად, ფოტოგრაფები შეარჩევენ 5 000 ლარიანი და 3 000 ლარიანი პრიზების მფლობელებს.

ასევე, გახდება ცნობილი, თუ რომელი ფოტო მოიპოვებს ნეოსტუდიის პრიზს – ჟურნალ „მუდმივის“ გამოცემაში სარეკლამო გვერდს ფოტოს განსათავსებლად.

დარჩენილ 7 ფინალისტს შორის გაიმართება Facebook კონკურსი, 2 000 ლარიანი პრიზის მფლობელს მაგთიკომის FACEBOOK მეგობრების რჩეული მიიღებს.

კონკურსის პირობები და წესები:

– იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (თვის თემა ყოველი თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე დაიდება მაგთიკომის FACEBOOK და INSTAGRAM გვერდებზე).

–  ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;

– ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტომონტაჟით შექმნილი ფოტოები.

– ერთი მონაწილისგან თვის განმავლობაში მიიღება მხოლოდ ერთი თემატური ფოტო;

– გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც „მაგთიკომის“ ან/და „ნეოსტუდიის“ მიერ იქნება ორგანიზებული;

– ფოტოს ატვირთვა ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. კომპანია უფლებამოსილია არ განიხილოს ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს.

– კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის მიმართ ფოტოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაშინ მაგთიკომი და ნეოსტუდია არ არიან რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ;

– კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს მაგთიკომს და ნეოსტუდიას უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ფოტო შემდგომში გამოიყენონ საკუთარი (მაგთიკომი/ნეოსტუდია) შეხედულებისამებრ;

– მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის თანამშრომლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;

– პრიზის გატანას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.

145 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2018
M T W T F S S
« Apr    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031