Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის
May 09
12:40 2018

შპს “ქართული ბიზნეს კავშირი” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა;
მოტივირებულობა;
გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
აქტიურობა და ენერგიულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

პროფესიული და კარიერული ზრდა
სასიამოვნო სამუშაო გარემო

ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე. შაბათი 10:00-დან 16:00 საათამდე
მდებარეობა: თბილისი, ა.მიცკევიჩის 25 ბ

მოვალეობები:

პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება.
პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა.
მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
გაყიდვების გეგმების შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: annagabicinashvili@gmail.com და გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ივნისი.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

კომპანია “მკითხველი” – საკურიერო კომპანია აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 45 წლამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

კომფორტულ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ ატმოსფეროს;
კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
ტრენინგებს გაყიდვების სფეროში.

სამუშაო გრაფიკი: არასრული, 10:00-დამ 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა).
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ტრენინგებს და მოხვდებიან ჩვენს მეგობრულ გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითოთ “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 6 ივნისი.

მისამართი: ქ. თბილისი, სტანისლავსკის 5.

SPAR Georgia” – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი, ხსნის ახალ მაღაზიას სააკაძის მოედანზე და აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე აღნიშნული ობიექტისთვის.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის მოედანი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

მოვალეობები:

სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე rdateshidze@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება “მოლარე-კონსულტანტი სააკაძის მოედნის ობიექტზე” წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 9 ივნისი.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 კვირის ვადაში.

1 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2018
M T W T F S S
« Apr    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031