როგორ გამოვიყენოთ დასვენების დღეები ეფექტურად – 8 რჩევა

სასარგებლო რჩევები

ფიზიკური და სულიერი მხნეობისთვის ძალების აღდგენა უმნიშვნელოვანესია. ფსიქოიმუნოლოგიის ფრანგი ექსპერტი პიერ დელბარი გვირჩევს, რომ სამუშაო რუტინას წელიწადში რამდენჯერმე 4-10 დღით გავექცეთ, რაც საკმარისია ძალების აღსადგენად.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თუმცა თუ დასვენებას არაეფექტურად გამოიყენებთ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. დაკვირვებიხართ, რომ დასვენების დღეებში ბევრი ჩვენგანი ბოლომდე სიზარმაცეს მისდევს, სძინავს 12 საათი, რის შემდეგაც ჩვეულ რიტმში სწავლისა და მუშაობის გაგრძელება კიდევ უფრო რთულდება. იმისთვის, რომ სწორად განტვირთვა შევძლოთ:

1. პირველი ნაბიჯი გეგმის დასახვაა: იფიქრეთ, როგორ აპირებთ გაატაროთ დრო ამ მიკრო-დასვენების პერიოდში. თუ საქმე მოგზაურობას შეეხება, შეეცადეთ, რომ ის თქვენი რუტინისგან ძალიან შორს იყოს, თუმცა მისი დაგეგმვა არ მოითხოვდეს უზარმაზარ ძალისხმევას.

თუ სახლში დარჩენას აპირებთ, გადაწყვიტეთ რას გააკეთებთ თითოეულ დღეს. სხვა შემთხვევაში თქვენ არაფრისკეთებაში ენერგიასა და დროს უაზროდ დახარჯავთ.

ხელი ჩაავლეთ წიგნს, რომლის წაკითხვაც დიდი ხანია გინდათ, შეხვდით ძველ მეგობრებს, უყურეთ კარგ ფილმს – დასვენების შეგრძნება ბედნიერ მომენტებს მოაქვს.

2. შეამცირეთ ტექნიკის მოხმარება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს არარეალური ჩანდეს.
განსაზღვრულ დროს უყურეთ დილით საინფორმაციო გამოშვებას, ასევე საღამოს და ტელეფონში კირკიტი ჩაანაცვლეთ ამ ჩვევით.

3. ოცნებობთ ძილზე? საწოლში ჩვეულზე საათნახევრით მეტი დრო გაატარეთ. სხვა შემთხვევაში ბიორითმის მუშაობა დაირღვევა.

4. ყველაზე პროდუქტიული დასვენება გონებისთვის შთაბეჭდილებებია. ,,ყურადღების გადართვის“ ეფექტი კარგად მუშაობს. თუნდაც ერთი დღით, კარდინალურად შეცვალეთ რუტინა და ჩვეული სიტუაცია, მაგალითად გაატარეთ დღე ხმაურიან ქალაქში ან წადით სანაპიროზე, ხელოვნების მუზეუმში.

5. შვებულებისას ჯანმრთელობაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მისით დატკბობის საუკეთესო გზა ახალი უნარის შეძენაა. შეგიძლიათ, ახალი უცხო ენის სწავლა დაიწყოთ, შეხვიდეთ კულინარიის მასტერკლასებსა ან ხატვაზე. ასე თქვენ შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების სტრესს შეარბილებთ.

6. იქონიეთ მუდმივი კონტაქტი ბუნებასთან, ეს სტრესს ამცირებს და გონებას სასიამოვნო ემოციებით ახალისებს. ტყეში სეირნობა და ქალაქგარეთ მოგზაურობა აუცილებელია.

7. ენერგიის გამომუშავება დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენს სუნთქვაზე. დაისახეთ მიზანი – სუნთქვის მართვა გვასსწავლის როგორ წავშალოთ ნეგატიური შეგრძნებები. დაჯექით კომფორტულად, მოეშვით და დაასვენეთ ზურგი და გულმკერდი, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნაზად გამოუშვით ჩასუნთქული ჰაერი ცხვირიდან – მაქსიმალურად ფოკუსირდით თავად ამ პროცესზე და გაიმეორეთ ის 10-ჯერ. ამის შემდეგ 5 წუთით დახუჭეთ თვალები.

8. დაახარისხეთ ,,ჯგუფური“ და ,,მარტო ყოფნის“ დღეები. დღეს თუ მეგობრების დიდ წრეში ისადილებთ, ხვალ ოჯახურ, ვიწრო წრეში მიირთვით.

წყარო: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები