ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

აქტუალური

სს “ტერაბანკი” აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის კურსდამთავრებული/სტუდენტი
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • გაყიდვების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სხარტი აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომპიუტერული უნარები – MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, PowerPoint.

უპირატესობა მიენიჭებათ გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 1 ივნისის 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სასტუმრო “ციტადელ ნარიყალა”, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, ზუსტად ნარიყალას აღმართზე, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და განთავსება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა);
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.
ანაზღაურება 500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: beridze@hotel-citadel.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 18 ივნისი.

“ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი გადამისამართება ან მომსახურება
  • რიგის ნომრის მინიჭება
  • რიგის განტვირთვის მონიტორინგი
  • გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
  • ბანკის მომხმარებლებისთვის კონკრეტული საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა დადგენილი წესებისა და ფორმატის გათვალისწინებით
  • ყოველთვიური გეგმების შესრულება
  • ახალი კლიენტების მოზიდვა
  • მომხმარებლის ინფორმირება სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
  • არსებულ საბანკო პროგრამაში მუშაობა

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
  • რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

უნარები:

  • გაყიდვების უნარის მქონე
  • თავაზიანი და აქტიური
  • ეფექტური კომუნკაციისა და მომსახურების უნარის მქონე
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2018 წლის 3 ივნისისა შეავსოთ განაცხადის ფორმა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 03.06.2018 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები