სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ გთავაზობთ უფასო სტაჟირების პროგრამას ფარმაცევტის პოზიციაზე, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან.

თეორიულ ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან:

  • წამლის ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს;
  • ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
  • სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
  • ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები კვირაში 3-ჯერ გაივლიან თეორიულ კურსს სათავო ოფისში და ყოველდღიურ პრაქტიკას აფთიაქებში, რაც სტაჟიორებს მეტ შესაძლებლობას მისცემს შეიძინონ საჭირო ცოდნა, გამოიმუშაონ პრაქტიკოსი ფარმაცევტისათვის აუცილებელი უნარები და კურსის დასრულების შემდეგ შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა.

წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან „ფარმაცევტული სახლის“ ქსელში.

პროგრამის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?

  • ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აქვს ფარმაცევტული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფარმაცევტული ან სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენებისათვის;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში “subject” მიუთითოთ – სტაჟირება.

ბოლო ვადაა 2018 წლის 21 ივნისი. პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კომპანია „Amtse Group“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას.

სტაჟირების აღწერა:

ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება: ანაზღაურებადი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 (სტუდენტებზე მორგებული)

დაინტერესებული კანდიდატები სასურველია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის მე-3, მე-4 ან მაგისტრატურის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა (Social Media, SEO, Email marketing, Online PR);
  • WordPress-ზე მუშაობის გამოცდილება და კონტენტის მართვის ბაზისური უნარ-ჩვევები;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი.

მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგული პროექტების თანაორგანიზება, განხორციელება, მონიტორინგი;
  • ციფრული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი სხვადასხვა სოციალურ ქსელში;
  • ვებგვერდის კონტენტის შევსება, მართვა და განვითარება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: amtse.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით“. ბოლო ვადაა 2018 წლის 6 ივნისი.

წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ აცხადებს სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში.

მოვალეობები

  • სატელეფონო/მეილით კომუნიკაცია მომწოდებლებთან;
  • სწორი გადამისამართება შესაბამისი კატეგორიის მენეჯერთან;უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალური.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ;

განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. # 49
ბოლო ვადა: 8 ივნისი 2018

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები