10 საინტერესო წიგნი თავგადასავლების მოყვარულთათვის

საინტერესო ფაქტები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ სათავგადასავლო ჟანრის წიგნები საინტერესო, სიახლეებით სავსე და განსხვავებულია. იმისთვის, რომ სიუჟეტის მონაწილე გახდეთ და პერსონაჟებთან ერთად განიცადოთ თითოეული ეპიზოდი, უნდა გაეცნოთ მათ ატმოსფეროს, მენტალიტეტს, კულტურის საიდუმლოებებსა და ქცევებს. ამ ყველაფერში კი შემოთავაზებული 10 წიგნი დაგერხმარებათ.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. ერლენდ ლუ –  ,,საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში“ – ნაწარმოების მთავარი გმირს, რომელიც არასოდეს ყოფილა ფინლანდიაში, მასზე საინტერესო გზამკვლევის დაწერას ავალებენ. ისიც დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს, თუმცა გზად ამ თითქოსდა წყნარ და მშვიდ ქვეყანაზე ისეთ ფაქტებს აწყდება, რომელთაც ვერასდროს წარმოიდგენა.

2. იურა ოკამატო – ,,იაპონია ტყუილის გარეშე. აღსარება 41 სიუჟეტში“ – ყველამ იცის რაღაც ამომავალი მზის ქვეყანაზე: სამურაები, სუში, გეიშები, ორიგამი, ანიმე, განვითარებული ტექნოლოგიები, ცუნამი… მაგრამ როგორია სინამდვილეში იაპონია?

3. ტანი – ,,ბედნიერებისა და წარმატების კლუბი“ – ეს ნაწარმოები 16 ნოვლისგან შდგება. მწერლის მთავარ სათქმელს ოთხი ჩინელი დედა და მათი 4 ქალიშვილი გადმოსცემს. მიუხედავად იმის, რომ ისინი ამერიკაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ჩინური კულტურის თავისებურებები და ამ ქვეყნის მსოფლემხედველობა მათში მაინც დომინირებს.

4. ენტონი კაპელლა – ,,სიყვარულის საზრდო“ – სიყვარული, საკვები, იტალია – ამ წიგნის მარტივი რეცეპტია. ამერიკელ ლაურას რომში ჩამოსვლისთანავე იტალიური საკვები უყვარდება და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ერთადერთი ვისთანაც ურთიერთობის დაწყება ღირს მზარეულია და მაშინვე გაიცნობს მას. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა აღმოჩნდება რომ მამაკაცი, რომელიც ლაურამ გაიცნო სულაც არ არის მზარეული, გრძნობა კი, რომელიც მასთან აკავშირებს არაა სიყვარული…

5. ანნა პარვატი – ,,ინდური ციკლი“ – როდესაც ოჯახი ინგრევა, წარმატებული კარიერა აღარ გახარებთ და სიამოვნებასაც აღარაფერი განიჭებთ, დროა ზურგჩანთა მოიკიდოთ და რამდენიმე თვით ინდოეთში გაემგზავროთ. ასეთ დროს ადამიანმა ძველი მოგონებები უნდა დაივიწყოს და ახალი შთაბეჭდილებებით დაიტვირთოთ. ნაწარმოების თითოეული თავი სხავდასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაგაფიქრებთ.

6. ერლენდ ლუ – ,,გულუბრყვილოდ სუპერ“ – სიტყვაძუნწი ნორვეგიელების გაგებაში, რომელთა წინაპრებიც ვიკინგები იყვნენ, ეს მარტივი და გულუბრყვილო წიგნი დაგეხმარებათ. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა ყმაწვილის ისტორია, რომელმაც სამსახური და სწავლა მიატოვა, რათა ცხოვრების მთავარი აზრი იპოვოს.

7. მარია ერნესტამი – ,,კოქტეილი სიკვდილით“ – ჩვეულებრივ, ტურისტები შვედეთში მშვიდი დასვენებისა და ეკონომიური „შოპინგისთვის“ მიდიან, თუმცა ჩრდილოეთის ამ ქვეყანას სრულიად სხვა სახეც აქვს, რომელიც ამ ნაწარმოებშია ნაჩვენები. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოსიარულე უმაღლესი ძალები შვედი გოგონას, ერიკას ცხოვრებაში უხეშად ერევიან. მისი თვალებით თქვენ ისეთ სტოკჰოლმს დაინახავთ, რომელიც არავის უნახავს.

8. ტახირ შახი – ,,წელიწადი კასაბლანკაში“ – ცნობილია, რომ აღმოსავლეთი დელიკატური საკითხია. ამაში საკუთარი გამოცდილებით რესპექტაბელური ინგლისელიც დარწმუნდა, რომელიც ბრიტანული ამინდისა და დასავლეთური ცივილიზაციის სწრაფი რითმისგან დაიღალა და თავის ოჯახთან ერთად ნისლიანი ლონდონიდან ჩრდილოეთ აფრიკის სურნელოვან ბაღებში გადასახლდა. ეს ნაწარმოები იმდენად სახალისო და საინტერესოა, რომ მას ვერ მოწყდებით.

9. ნიკოლას დრეისონი – ,,აღმოსავლეთ აფრიკის ფრინელების წიგნი“ – ორ ახალგზრდა მეგობარს ერთი გოგონა უყვარდება. ისინი მისი სიყვარულისთვის პაექრობას გადაწყვეტენ, თუმცა ამისთვის ძალიან უცნაურ ხერხს ირჩევენ. მოიგებს ის, ვინც მეტი სახეობის ფრინველს შეხვდება და აღწერს მათ. ამ რომანში ორი ამბავია გადმოცემული: ნაზი სასიყვარულო ისტორია და არჩვეულებრივი კომედია. ყველაფერი ეს აფრიკის კოლორიტული ბუნების ფონზეა აღწერილი, რაც წიგნს განსაკუთრებულ იერს სძენს.

10. სტეფანი ცვაიგი – ,,არსად აფრიკაში“ – წარსულში წარმატებული ადვოკატის, ვალტერ რედლიხის ოჯახი კენიაში აღმოჩნდება, საარსებო სახსრებისა და სამშობლოში დაბრუნების იმედის გარეშე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები