Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სმარტფონები, რომლებიც 2018 წელს გამოვა

სმარტფონები, რომლებიც 2018 წელს გამოვა
June 03
16:11 2018

ყოველწლიურად ბაზარზე ძვირადღირებულ სმარტფონებთან ერთად, პრაქტიკული მოდელები შეღავათიან ფასშიც გამოდის. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ 2018 წელს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. Apple iPhone 9
გამოსვლის დრო: სექტემბერი, ოქტომბერი
ფასი: 900 დოლარიდან
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერამდე ნახევარი წელი დარჩა, აიფონ 9-ზე თითქმის ყველაფერი ცნობილია: 6.1 დუიმის ეკრანი, მეტალის კორპუსი, წყალგამძლეობა… აიფონის მე-9 მოდელი უნივერსალური იქნება და შემოდგომის მთავარი ბესტსელერის სტატუსს უწინასწარმეტყველებენ.

2. OnePlus 6
გამოსვლის დრო: მაისი
ფასი: 500 დოლარიდან
ჩინეთის მიერ წარმოებული ახალი სმარტფონი უფრო მეტად ავთენტურია, ვიდრე აიფონის მოდელები. OnePlus 6 სამი რამით გამოირჩევა: ფასით, პროცესორით და დატენვის სიჩქარით – 50% შეერთებიდან 20 წუთში იტენება.

3. Xiaomi Mi7
გამოსვლის დრო: ივნისი, ივლისი
ფასი: 400 დოლარიდან
აზიის ყველაზე რეზონანსული კომპანია ინოვაციებით გვაოცებს. აღსანიშნავია, რომ Xiaomi Mi7-ს თითის ანაბეჭდისთვის სკანერი ექნება დამონტაჟებული. თუმცა, ამას გარდა, ახალი მოდელი OLED ეკრანით, საოცარი ელემენტით და გრანდიოზული პროცესორით გამოირჩევა.

4. Xiaomi Mi A2
გამოსვლის დრო: ზაფხული
ფასი: 300 დოლარი
Mi A2 Android-ის საოცარი გამართულობით გამოირჩევა. Xiaomi-ს ამ მოდელს 6 დიუმიანი ეკრანი, 20+8 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა და 64 გბ-იანი მეხსიერება აქვს. რაც შეეხება პროფერსორს, სმარტფონში Snapdragon 626-ია დამონტაჟებული.

5. Samsung Galaxy S9 mini
გამოსვლის დრო: ივნისის ბოლოს
ფასი: 650 დოლარი
Samsung-ს თითქოს არ სურს აიფონს კონკურენცია გაუწიოს და მთელი ძალისხმევით საკუთარ S ხაზის განვითარებაზეა ფოკუსირებული. 2018 წელს, კორეელები მიხვდნენ, რომ მსოფლიოს პატარა სმარტფონები აკლია. Galaxy S9 mini გარეგნულად სოლიდური და მოდური იქნება. ძირითადად, 3 ცვლილებას უნდა ველოდოთ: 5.8 დუიმიან ეკრანს 5 დუიმიანით ჩაანაცვლებენ, რათა სმარტფონი ერთი ხელით გამოყენებისთვისაც ოპტიმიზირებული იყოს და მომხმარებელს მეორე მტევნის გამოყენება არ დასჭირდეს; მეორე რიგში მას შედარებით დაბალფასიანი, თუმცა კარგი პროცესორი ექნება. მესამე რიგში, კი კამერა, ისეთივე როგორიც S8+-ს.

6. Huawei Honor 10
გამოსვლის დრო: მაისი
ფასი: 450 დოლარი
ჰუავეი ბოლო სეზონების განმავლობაში მოდელებს საოცრად ავითარებს და ტექნოლოგიური მიღწევებით მთელ მსოფლიოს აოცებს. ახალი Honor 10 5.8 დუიმიანი FullHD ეკრანით, საფირმო პროცესორით Kirin 970, 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით, წყალგამტარობით და Huawei P20-ის საოცარი კამერით ხასიათდება. წესით, ახალი მოდელი ბაზარს მინუსებისა და კომპრომისების გარეშე დაიპყრობს.

წყარო: okmagazine.ge

3 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2018
M T W T F S S
« May    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930