Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყოველდღიური ბარიერები – რისი გადალახვა უწევთ სტუდენტებს?

ყოველდღიური ბარიერები – რისი გადალახვა უწევთ სტუდენტებს?
June 04
15:29 2018

სიტყვას “სტუდენტობა” სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა 20-25 წლის წინ. ალბათ, მშობლებისგან გსმენიათ, რომ მათი სტუდენტური ცხოვრება ბევრად განსხვავებული იყო. მრავალფეროვანი სასწავლო მასალა, პრაქტიკები, საკვები იაფად და დასვენების შესაძლებლობა შეღავათიან ფასად ქვეყნის შიგნით თუ ფარგლებს გარეთ – ეს ყველაფერი ზემოთ თქმული განსხვავებულობის ნაწილია.

დღეს კი სტუდენტების უმრავლესობას უფულობით გამოწვეულ პრობლემებთან ერთად, სხვა სირთულეების გადალახვაც უწევთ. როგორია სტუდენტის ყოველდღიურობა?

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. დილით ადრე ადგომა – გამომდინარე იქიდან რომ ლექციების ნაწილი 9 საათზე იწყება და სტუდენტებს უნივერსიტეტთან მისასვლელად, საცობის პირობებში, 1-1.5 საათი სჭირდება, ადრე უწევთ გაღვიძება. სირთულეს წარმოადგენს გვიან დაძინებაც, რაც ხელს უშლის სტუდენტს დილით ადრე მხნედ ადგომაში.

2. ძილის ნაკლებობა – ლექციების გვიან დასრულება, შემდეგი დღისთვის რიდერის წაკითხვა, პრეზენტაციების მომზადება, დავალებების დაწერა და ა.შ. – ამ ყველაფრის შედეგი გვოან დაძინეებაა. სტუდენტი არის ადამიანი, რომელსაც არასაკმარისად სძინავს.

3. სტუდენტის საუზმე – სტუდენტის ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მისი კვების რაციონი ჯანსაღი უნდა იყოს, თუმცა რეალურად ასე არ ხდება.

4. გატენილი ავტობუსები და საცობი – სტუდენტისთვის ყოველდღიურ უკომფორტო მგზავრობასთან, ლექციაზე/გამოცდზე დაგვიანებასა და ნერვული სისტემის დაზიანებასთან ასოცირდება.

5. სტუდენტის დღის რაციონი – გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტთა ნაწილს სწავლის გადასახადის გარდა ბევრი ფული სჭირდება (ქირა, კომუნალურები, სახელმძღვანელოები/ქსეროქსები, ტრანსპორტი და ა.შ.), დღის განმავლობაში ისინი ყველაზე ცოტა თანხას კვებაში ხარჯავენ. ძირითად შემთხვევაში ქვემოთ მოყვანილი პროდუქტებიდან არჩევანს ერთ ან, უკეთეს შემთხვევაში, ორ მათგანზე აკეთებს.

6. სასწავლო მასალა (ქსეროქსები/სახელმძღვანელოები) – სტუდენტებისთვის, საჭირო სახელმძღვანელოების შეძენა დიდი ფუფუნებაა, ამიტომ ისინი ცდილობენ ძვირადღირებული წიგნების გადაქსეროქსებას ან სასწავლო მასალის ელ.ვერსიის მოძიებას.

7. მუდმივი საფიქრალი – ფულის დაზოგვა, საგამოცდო მასალის სწავლა, 51 ქულის მიღება, მარტივი საგნების არჩევა.

რას დაამატებდით? 

342 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში