6 თვისება, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

საინტერესო ფაქტები

მეცნიერებმა ხასიათის ექვსი თავისებურება დაასახელეს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანს წარმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და მიაღწიოს წარმატებას. ამასთან, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ რომელიმე თვისებას ზედმეტად გამოვავლენთ, ყველაფერი საპირისპიროდ შეტრიალდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ეს თვისებებია:

1. კეთილსინდისიერება – ასეთი ადამიანები პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებიან საქმეს და ცდილობენ ბოლომდე შეასრულონ დასახული მიზნები. მათ შეუძლიათ აკონტროლონ იმპულსურობა და ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღონ.

2. ადაპტირება – ადამიანებს დროდადრო შფოთვები აწუხებთ, თუმცა ადაპტირების მაღალი უნარით დაჯილდოებული ადამიანები სტრესულ და დაძაბულ გარემოს უკეთ უმკლავდებიან.

3. გაურკვევლობის მიღება – მიეკუთვნებით თუ არა თქვენ იმ კატეგორიას, რომელსაც ურჩევნია მიღებული დავალება მკაფიოდ იყოს გაწერილი? თუ სიამოვნებას იღებთ გაურკვევლობისგან? ის ადამიანები, რომლებიც მეორე კატეგორიას განაკუთვნებენ თავს, ხასიათდებიან საკითხის მრავალგზის შეფასების უნარით. ისინი გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

4. ცნობისმოყვარეობა – ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ სიახლის მიმართ ინტერესი, ცნობისმოყვარეობა დადებითისმომტანია. ეს თვისება ნიშნავს, რომ ადამიანი საქმეს უფრო შემოქმედებითად უდგება. ცნობისმოყვარეობა ადამიანებს სიახლის შემეცნებას უადვილებს, ზრდის საქმისგან მიღებული სიამოვნების ხარისხს და იცავს “მუშაობისგან გადაწვისგან”.

5. რისკებზე ორიენტირებული მიდგომა (გამბედაობა) – ცდილობთ თუ არა გაექცეთ თქვენთვის, სავარაუდოდ, საზიანო გადწყვეტილებებს? თუ, მოგწონთ გამოწვევები? როდესაც ადამიანები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მუშაობენ, მათ ხშირად უწევთ გარისკვა, რათა კარგ შედეგამდე მივიდნენ.

6. კონკურენციისადმი მიდრეკილება – არსებობს ძალიან მკვეთრი ზღვარი პირად წარმატებასა და შურს შორის, რომელიც შეიძლება სხვისმა წარმატებამ გამოიწვიოს. კონკურენციისადმი მიდრეკილება პირადი წარმატების მოპოვების შემთხვევაში ადამიანებზე დადებითად მოქმედებს, რადგან მოტივაციას აძლიერებს. მეორე ვარიანტში კი შურმა გუნდში, შესაძლოა, განხეთქილება წარმოშვას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები