ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს “თიბისი დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
  • საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
  • მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: agents-hr@tbcinsurance.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: “სადაზღვევო აგენტი/თბილისი”. ბოლო ვადაა 2018 წლის 9 ივლისი.

შესარჩევი კანდიდატები გაივლიან: ტესტირებას და გასაუბრებას. 

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის შესწავლა;
  • სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;
  • დაინტერესებულ და ერთგულ მომხმარებელთა ბაზის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
  • დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად ჩატარების უნარი.

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
  • პროფესიული ტრენინგ-კურსები: გაყიდვების და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით;
  • კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medcentertbilisi@gmail.com და “subject”-ის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ბოლო ვადაა 2018 წლის 12 ივლისი.

კომპანია “გორგია” აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაეხმაროს კატეგორიის მენეჯერს შემდეგი საქმიანობების წარმოებაში:
  • ბაზრის ანალიზი – საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
  •  პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა – ახალი ბრენდების მოძიება;
  • პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
  • შესყიდვების უზრუნველყოფა – მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
  • პროდუქციის შესახებ სტანდარტების და გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • Excel-ის ცოდნა;
  • აუცილებელია მითითებულიდან რომელიმე ერთი ენის ცოდნა – ინგლისური, რუსული, თურქული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 27 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ივნისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები