სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში სტაჟირება გამოცხადდა

დასაქმება

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის 2 ვაკანტურ ადგილზე. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ის იძლევა დიდ გამოცდილებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სტაჟირების გავლა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტს.

სტაჟირებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა მიმართონ აშშ-ის საელჩოს HR ოფისს, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა სტაჟირებაზე (სასურველია ინგლისურად);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურად);
  • აკადემიური სწავლებების (საგნების) ჩამონათვალი (სასურველია ინგლისურად);

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე – HROTbilisi@State.gov. აღნიშნული დოკუმენტები სხვა ფორმატითარ მიიღება. ყველა განაცხადს ასევე უნდა ჰქონდეს მითითებული პოზიცია და სტაჟირების ვაკანსიის ნომერი.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები