Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის თბილისსა და რუსთავში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის თბილისსა და რუსთავში
June 20
14:53 2018

საინვესტიციო კომპანია “Helix nebula capital” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • კორესპონდენციის მართვა.
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
  • შედარების გაკეთება პარტნიორ ორგანიზაციებთან.
  • ინვოისების, ანგარიშფაქტურების შემოწმება, პროგრამაში დამატება
  • ზედნადებების გამოწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ბუღალტრული პროგრამის FINA ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება.
  • უმაღლესი განათლება ბიზნესი/ფინანსების განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • მთავარი ბუღალტრის მითითებების შესრულება

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • მოწესრიგებული
  • თავდაჯერებული;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური, მოწესრიგებული.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ – 19:00 სთ) ორშაბათი-პარასკევი
  • შესვენება 1 საათი
  • გამოსაცდელი ვადა ერთი თვე (ანაზღაურებადი 300 ლარი)
  • ფიქსირებული ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის შემდეგ 500 ლარი
  • კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 28 ივნისი.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” აცხადებს გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიას თბილისში.

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: პოზიცია გულისხმობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებლებთან ბინაზე ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
  • მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება;
  • სამუშო მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 ივლისი, 2018 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს.

“კრედო ბანკი” ახალგაზრდებს გთავაზობთ შესაძლებლობას დასაქმდეთ რუსთავში არსებულ ტექნიკის წამყვან და სხვა ბრენდული მაღაზიების ქსელში განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერიების გაკეთება;
  • კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში;
  • განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
  • მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
  • კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • პროაქტიულობა.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება – განვადების ოფიცერი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივნისი.

478 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში