Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

YouTube-ს 10 არხი ინგლისურის შესასწავლად

YouTube-ს 10 არხი ინგლისურის შესასწავლად
June 22
16:09 2018

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უამრავი გზა უცხო ენის შესასწავლად. მაგალითად, შესაძლებელია, ყოველდღიურად ჩართოთ YouTube-ზე ენის შემსწავლელი რომელიმე არხის ვიდეოები და პროფესიონალი პედაგოგები სრულიად უფასოდ აგიხსნიან ყველაფერს, რაც თქვენთვის აქამდე გაუგებარი იყო.

გთავაზობთ რამდენიმე ასეთ არხს რუსულ და ინგლისურ ენებზე.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

არხები ინგლისურ ენაზე:

Learn English with Ronnie ვიდეოების უმეტესობა ეძღვნება გრამატიკას. ახსნილია საკმაოდ გასაგებად, სხარტად და იუმორით.

English with Jennifer აქ თქვენ ნახავთ რჩევებს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ გამოთქმა, აითვისოთ გრამატიკა და მრავალი სხვა. სასარგებლოა, როგორც მოსწავლეთათვის, აგრეთვე ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.

Rachel’s English არხი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც პრობლემები აქვთ გამოთქმასთან.

Anglo-Link მასალის მრავალფეროვნება საკმაოდ მიმზიდველია. გაკვეთილების უმრავლესობა ეძღვნება გრამატიკის განხილვას.

EnglishClass101 არხი სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ასე თუ ისე უკვე ერკვევა გრამატიკაში, თუმცა სირთულეს აწყდება ურთიერთობისას.

BBC Learning English დიდი რაოდენობის საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო განსხვავებულ თემებზე.

Learn English with Steve Ford – ავტორი – ინგლისური ენის პროფესიონალი პედაგოგი ოცწლიანი სტაჟით. საინტერესო მასალის ნახვას შეძლებენ როგორც დამწყებები, ასევე გამოცდილები.

არხები რუსულ ენაზე:

Puzzle English შეიცავს მრავალ ვიდეოს სხვადასხვა თემაზე: გრამატიკის გარჩევა, ენის შესწავლის საიდუმლოებები და რჩევები, საინტერესო გამოთქმები პოპულარული სერიალებიდან და მრავალი სხვა.

Albert Kakhnovskiy ინგლისურის შესწავლა ცნობილი რეიმონდ მერფის მიხედვით.

Oxana Dolinka თანამედროვე ინგლისური ენის შესწავლა. უამრავი მასალა დამწყებთათვის.

206 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში