ქართველი სტუდენტის პროექტი – პროგრამა, რომელიც ექიმის ფუნქციებს ითავსებს

საინტერესო ფაქტები

პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე გე­სა­უბ­რე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს გა­და­ა­მუ­შა­ოს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, შე­დე­გად კი დას­ვას პირ­ვე­ლა­დი და­იგ­ნო­ზი, გა­უ­წი­ოს პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მის ექიმ­თან ვი­ზი­ტის კონ­სულ­ტა­ცია, უზ­რუნ­ველ­ყოს შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით – ეს გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტია. 19 წლის გე­გამ, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია, მე­დი­ცი­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერგვის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი შე­ი­მუ­შა­ვა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

“სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­გო­რით­მით შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი მიდ­გო­მით ანაც­ვლებს დი­აგ­ნოს­ტი­კის, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებს, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და სხვა პრო­ცე­სებს. უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი – ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მე­დი­ცი­ნა­ში, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­დია, მუ­შა­ობს მე­გა­მო­ნა­ცემ­თა ანა­ლიზ­ზე, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნურ ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსელ­ზე და იყე­ნებს ნე­ი­რო­ლინგვის­ტურ პროგ­რა­მი­რე­ბას. პრო­დუქ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაც, რად­გან ის აერ­თი­ა­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნა­სა და უახ­ლეს კვლე­ვებს/მიღ­წე­ვებს, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დია და უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პორ­ტა­ლებ­თან შე­და­რე­ბით”, – გან­მარ­ტავს გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლი.

DigitalMed-ის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი მო­ი­აზ­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და ანა­ლი­ტი­კას, ქლა­უდ სის­ტე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მე­გა­მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მნას.

“ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და მე­დი­ცი­ნა. სურ­ვი­ლი მქონ­და და ვცდი­ლობ­დი, გა­მო­მე­გო­ნე­ბი­ნა ისე­თი რა­ღაც, რაც ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბას და გა­ნა­ვი­თა­რებ­და მე­დი­ცი­ნას. შე­დე­გას კი სწო­რედ ეს პრო­დუქ­ტი მი­ვი­ღე. ის არის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მე­დი­ცი­ნა­ში. DigitalMed-ზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ვი­წყე. პროგ­რა­მა იყე­ნებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ, უნი­კა­ლურ ალ­გო­რით­მებს, რომ­ლის ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით არ არ­სე­ბობს. პრო­დუქტს გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს და მისი და­მუ­შა­ვე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე მოხ­დე­ბა”, – და­ა­მა­ტა გეგა თა­თუ­ლიშ­ვილ­მა.

DigitalMed გა­ტეს­ტი­ლია მრა­ვალ­ჯერ და მზა­დაა გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. მისი შემ­ქმნე­ლი აპი­რებს, რომ ითა­ნამ­შრომ­ლოს კლი­ნი­კებ­თან და არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. გე­გას სურ­ვი­ლია, რომ ის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. სა­მო­მავ­ლოდ კი DigitalMed-ს ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა.

წყარო: ambebi.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები