Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის – თბილისი, ფოთი და კახეთი

საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის – თბილისი, ფოთი და კახეთი
June 29
15:26 2018

სს “ტერაბანკი” თბილისსა და ფოთში აცხადებს სტაჟირებას საცალო დაკრედიტების მიმართულებით.

ტერაბანკში სტაჟირების მიზანია მოტივირებული კანდიდატების მოძიება, მათი სწავლება და ბანკის პოტენციურ კადრებად გაზრდა. სტაჟიორებისთვის სპეციალურად შემუშავებულია პროგრამა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების კურსები, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განვითარდნენ პროფესიულად, მიიღონ გამოცდილება და მათგან წარმატებულები დასაქმდნენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს)
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობა

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით
  • გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  • თეორიული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკული სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟიორის შერჩევა ხდება კონკურსის წესით – გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულმა პირებმა 12.07.2018-ის 18:00 სთ-მდე უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: HR@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გასაუბრებისთვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

“ქართული კრედიტი” აცხადებს საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.

ადგილმდებარეობა: კახეთი (გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი, წნორი)

სტაჟირება განკუთვნილია აქტიური სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, მათთვის, ვისაც სურთ გამოიყენონ საზაფხულო დასვენება სამუშაო გამოცდილების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით.

სტაჟირების შემდეგ გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

ჩვენ ვეძებთ:

  • ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის დაწყებითა და განვითარებით;
  • მას, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე, შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს;
  • მეგობრულ გარემოს;
  • დასაქმების შესაძლებლობას სტაჟირების შემდეგ.

პოზიციის პირობები:

  •  სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-დან 3 თვემდე;
  • ანაზღაურება: 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირება), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება).

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 1 აგვისტოსი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ქართულ კრედიტში” თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

“Tbilisi Build” (სარეკლამო კომპანია) გთავაზობთ სტაჟირებას საკუთარ სარეკლამო სახელოსნოში დასაქმების რეალური პერსპექტივით.

სტაჟირება ატარებს პრაქტიკულ ხასიათს და სრულად ანაზღაურებადია.

სტაჟირების განმავლობაში მსურველები ისწავლიან ისეთი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა:

  • რკინის კონსტრუქციის დამზადება და აწყობა
  • ალუმინის კომპოზიცური პანელის დამუშავება
  • ორგმინის და PVC-ს დამუშავება
  • ლაზერულ დანადგართან მუშაობა
  • რუტერულ დანადგართან მუშაობა

მსურველ კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • ტექნიკური აზროვნების უნარი
  • თვითგანვითარების სურვილი
  • შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@reklamer.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივლისი.

216 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში