ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

ფინანსური ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი;
  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე;
  • პროგრამების ცოდა: MS Office;
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია;
  • ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია;

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა;
  • პროგრესირებადი სახელფასო სისტემა;
  • სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 26 ივლისი.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
    კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
    სიახლეების ადვილად ათვისება;
    ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
    სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
    გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
  • გაყიდვების განხორციელება;
  • მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
  • სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
  • მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება (I თვე – 200 ლარი, II თვე – 400 ლარი, III თვე – 600 ლარი). სტაჟირების დასრულების შემდეგ (IV თვიდან) ანაზღაურება – 600 ლარი + ბონუსი; 1 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ – 700 ლარი + ბონუსი; 2 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ 800 ლარი + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10 ივლისი, 2018წ.

შპს ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტური სერვისების მენეჯერის პოზიციაზე.

სტუდენტური სერვისების მენეჯერი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

  • დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულების კონსულტაციების საფუძველზე და მათთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ახორციელებს მხარდაჭერის ღონისძიებებს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესების მიზნით.
  • სწავლის დაწყებისთანავე პროფესიულ სტუდენტებს აწვდის ინფორმაციას მათი უფლებებისა/ვალდებულებებისა და დაწესებულებაში არსებული პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერის/დახმარების შესაძლებლობის შესახებ.
  • უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების წახალისებასა (კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა აქტივობები) და მათი ინიციატივების მხარდაჭერას.
  • უზრუნველყოფს საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებას პროფესიულ სტუდენტთა დასაქმებასთან და მათი კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
    ქმნის დამსაქმებლების ბაზას და მუდმივად აწვდის პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს განახლებულ ინფორმაციას დასაქმების შესაძლებლობეთან/ვაკანსიებთან დაკავშირებით.
  • პერიოდულად ატარებს კვლევას პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებასთან დაკავშირებით და კვლევის შედეგებს აწვდის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დირექტორის სხვა დავალებათა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სტუდენტური სერვისების მენეჯერი უნდა იყოს სამოქალაქო და ახალგაზრდული აქტივობების კუთხით შესაბამისი გამოცდილების მქონე პირი, რომელიც შესაძლოა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომქმედი სტუდენტი.

პერსონალური მახასიათებლები:

  • ლოგიკური აზროვნება;
  • ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • დასაქმებული მუშაობს კვირაში ხუთი დღე.
  • სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში შეადგენს 40 საათს.
  • სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. ყოველდღიური დასვენების ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს.
  • ყოველდღიური შესვენების დრო არ ითვლება სამუშაო დროის ხანგრძლივობაში.

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია:

  • პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია / CV;
  • არსებობის შემთხვევაში – შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და თანდართული დოკუმენტები ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ave.office@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება. ბოლო ვადაა 2018 წლის 6 ივლისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები