Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ტიპS AND ხრიკS, ანუ როგორ გადავრჩეთ თსუ-ში

ტიპS AND ხრიკS, ანუ როგორ გადავრჩეთ თსუ-ში
July 04
17:34 2018

თსუ-ის შესახებ არსებობს ფაქტები, რომლებიც ყველამ არ იცის. ეს ფაქტები კი განსაკუთრებით საინტერესო მომავალი სტუდენტებისთვის იქნება. გთავაზობთ სასწავლო პროცესთან, ლექტორებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ნიუანსებს, რომლებიც აუცილებელია რომ იცოდეთ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სანამ სწავლას დაიწყებ… – დაგუგლე ვინ არის პეტრე მელიქიშვილი. თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის გამოკითხვებში, ამ კითხვას გვერდს ვერავინ აუვლის. თან ამას გკითხავენ იმ იმედით, რომ პასუხი არ იცი. იყავი ნამდვილი მცოდნე თსუ-ელი.

 

იცოდე GPA-ის არსებობის შესახებ – გახსოვდეს, რომ არსებობს GPA, რომელსაც გგონია, რომ შენ აკონტროლებ, მაგრამ სინამდვილეში, ის გაკონტროლებს შენ. ის ზემოქმედებს შენზე, არ გაძლევს დაძინების უფლებას, ყველგან დაგყვება, გელანდება, თავს გახსენებს. გატყვევებს. არადა პირიქით უნდა იყოს. ამიტომაც, თავიდანვე იცოდე, რომ მაღალი GPA სტიპენდიებისა და გაცვლითი პროგრამებისთვის მისწრებაა. პირველ კურსზე GPA-ს აწევა მარტივია, ამიტომ ტემპი არ დააგდო, კარგად ისწავლე, GPA-ც კარგი გექნება. სწავლის ძირია მწარე, კენწეროს რა ვქნათ, რომ ეგ ატკბილებს.
 

ღირსეული პირველკურსელობა – პირველკურსელებს, მაღალკურსელები პინგვინებს ეძახიან. ღირსეული პირველკურსელობა ამ სტატუსის გარეშე კი არ გამოვა. ნუ შეგეშინდება პინგვინობის-ამ ეტაპის გარეშე, 4 წელი სულ პინგვინად დარჩები! პირველკურსელები, როგორც მონდომებულები, დაინტერესებულები, მაგრამ დაბნეულები. ჯერ არაფერი იციან. არც კოლოქვიუმი, არც GPA (ჯიპიეი), არც შეკრების ადგილები, არც საგნებზე დარეგისტრირება. პირველ კორპუსში საჭირო ოთახსაც კი ვერ მიაგნებ, თუ მრავალგზის არ დალაშქრე იქაურობა. ნუ შეგეშინდება, იკითხო იმის შესახებ, რაც არ იცი. პინგვინობიდან ჟირაფებიან კაფის ცოდნამდე არაა შორი.
 

 
უნივერსიტეტს უნიფორმა არ აქვს – ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მაინცდამაინც ზედმეტად ნუ გამოიპრანჭები. ხანდახან მთელი დღე შეიძლება მოგიწიოს უნივერსიტეტში ყოფნა, თან კორპუს-კორპუსი სიარული. ჩაიცვი კომფორტულად.
 

ვერ აცდები პორწიალს – სოც-პოლელობა, ანუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტობა კორპუსებს, აუდიტორიებსა და მაღლივებში პორწიალობას ნიშნავს. შენ არ გაქვს ერთი კონკრეტული კორპუსი, შენ ხარ ყველგან და შენ ხარ მარტო. გამოყავი დრო, შედარებით მაინც გაეცნო სად რა მდებარეობს. სხვადასხვა საგანს სხვადასხვა კორპუსი აქვს. ზამთარში, სუსხში, ხშირად მოგიწევს ჭავჭავაძის გამზირის აქეთ-იქით გადაკვეთა. შაბათს დილით, კი მაღლივსა და განივს ვერ აცდები. სტატისტიკა ყველას გასავლელია.
 

 
მესამე კორპუსის რისხვა – წინასწარ მოძებნე მესამე კორპუსი – ნუ გაქვს იმედი, ლექციის დღეს მისი ადვილად მიგნების. წლების წინ, ადრე თუ იკითხავდი ჟირაფებიანი კაფის უკან იყო. მართალია ჟირაფებიანი კაფე აღარ არსებობს, მაგრამ მაინც ეგრე მიგასწავლიან. ისტორიული მეხსიერება…

 
სასარგებლო რჩევაა – არ აქვს მნიშვნელობა თბილისის რომელი უბნიდან მოდიხარ. მგზავრობის დაგეგმვისას ყველაზე უკეთ ეს ბმული დაგეხმარება: http://ttc.com.ge/ ნუ გეზარება, “და-digital-დი”.
 

 შენ საგნების არჩევამდე და საგნების არჩევის შემდეგ 

საგნების არჩევისას...

 

ამბობენ – განივში, მეორე სართულზე, სტატისტიკის ლექციებს შორის, შესვენებაზე, პირდაპირ აუდიტორიაში ან დერეფანში მოწევა შეიძლებაო. დაცვა მანდ არ არის და არც კამერები. ლექტორიც არ ყოფილა წინააღმდეგი. ცივილიზაცია იქ ვერ ააღწევდა და, ალბათ, ეს თქმულება დღესაც რეალობაა.

პ.ს. სტატისტიკის ლექტორებიდან ბესარიონ დოჭვირს მოერიდეთ. მიზეზი არ ვიცი, ასე მითხრეს. შესაძლოა მისი უცნაური ფრაზების გამოც.

 

აჯობე ლექტორს – ლექტორს, რომელსაც პირველად შეხვდები, დაასწარი თქმა, რომ შენ არასდროს გამოიყენებ ვიკიპედიას, როგორც სანდო წყაროს. ეს მას აუცილებლად მოეწონება. მაგრამ, მაინც გახსოვდეს: პასუხს ყველაფერზე სწორედ ვიკიპედიაზე იპოვი.
 

 
ყველა ტანჯვისთვის ვართ გაჩენილები – გსმენია ალბათ, შუალედური და საბოლოო გამოცდები, თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის ღვთისგან მივიწყებულ მაღლივში ტარდება. ლექტორებთან თავიდანვე ეცადეთ „გააიასნოთ“, რომ გამოცდები მაღლივში არ გაწერინოთ, განსაკუთრებით გააქტიურდით ზამთრის სემესტრში. თუ გაგიმართლებთ, ვესტეროსის კედლებსა და დამკვირვებლების არმიას გადაურჩებით. თუ ვერ, მაშინ გადაწერას არ ეცადო, თორემ ის მოკლე ქერათმიანი, ჯინსისკაბიანი და ბოტასებიანი ქალი (დღევანდელობაში კარგადცნობილი, როგორც ბოტასა), აუცილებლად გამოგიჭერს და გაგაგდებს გამოცდიდან.
 
 
გელას სახეები სტუდენტების ცხოვრებაში – პირველივე ლექციებზე, ლექტორებისგანაც კი მოისმენ, რომ მასალებს ან ბიბლიოთეკაში, ან გელასთან იშოვი. გელა ის კაცია, ქსეროქსებსა იღებს და სტუდენტებს აძლევს. გახსოვდეს, „გელა ზევსია, განკაცებული, ქსეროქსებში დახელოვნებული“. არ იცი რა უნდა ისწავლო? გელამ იცის. სილაბუსში ვერ გაერკვიე? გელა გაგარკვევს. რა მასალა უნდა შეიძინო? გელა გეტყვის. როცა გელა გეუბნება, რომელი თავი გაქვს შემდეგი ლექციისთვის, აუცილებლად დაუჯერე. ენდე გელას. სად მიაგნო? – მეექვსეს ასახვევთან.
 

კეთილისმსურველები ამბობენ – პირველის შიდა ეზოში კარტი არ ითამაშო, დაცვა ცუდად რეაგირებს. აუდიტორიებში უკანა მერხებზე შეგიძლია.

ბიჭები ამბობენ… – “მეწყვილესთან განმარტოებისთვის, კარგი ადგილია პირველის ეკლესიასთან, ხეების მხარე. მანდვე, ვარაზის ხევიდან ამომავალ კიბეებზე ჩამოჯდომაც შეიძლება, ცოტა ხალხი მოძრაობს, ალბათ იმიტომ, რომ ციცაბო კიბეა და სიცოცხლისთვისაა საშიში.”

და ბოლოს… – “საბაკალავრო თემის დაწერას რომ მორჩები, ფორმატის გასწორებაზე ისევ გელას მიაკითხე, ლექტორებზე უკეთ მაგან იცის.”
1,357 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
July 2018
M T W T F S S
« Jun   Aug »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031