ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს “ნოვა კრედიტი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

  • პრობლემური კლიენტების პორტფელის მართვა;
  • პრობლემურ კლიენტებთან დაკავშირება და მოლაპარაკება;
  • სააღსრულებო წარმოების პროცესში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამართალმცოდნეობის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00სთ-დან-18:00სთ-მდე, შაბათი :10:00სთ-დან 14:00 სთ-მდე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
ბოლო ვადა: 26 ივლისი, 2018წ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@novacredit.ge.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კავკასიის უნივერსიტეტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტექნიკის (ადმინისტრაციისა და სააუდიტორიო ტექნიკის) სისტემური და ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ქსელების (უსადენო და სადენიანი) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაზიანებული ტექნიკის, როგორც სისტემური, ასევე ტექნიკური შეკეთება (შესაძლებლობების ფარგლებში);
  • სემესტრის დასაწყისში ყველა საკლასო აუდიტორიის და კომპიუტერული კლასების ტექნიკის პროგრამული განახლება;
  • უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან III-IV კურსის სტუდენტი IT მიმართულებით ან ამავე მიმართულებით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ოპერაციული სისტემების და სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
  • ინგლისურ ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კოლეგიალობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

სამუშაო პრიობები:

  • სამუშაო დღე ნახევარ განაკვეთზე, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-15:00 ან 15:00-21:00 (ცვლებში)
  • ანაზღაურება (ხელზე): 400 ლარი
  • გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
  • სამსახურის დაწყების თარიღი: 2018 წლის 29 აგვისტო

მეორე ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge. გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ: “IT ტექნიკური დახმარების სპეციალისტი”.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 25 ივლისი.

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას აქციის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2748
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები:

  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
  • განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

  • ინგლისური – კარგი
  • რუსული – საშუალო.

უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გაყიდვების უნარი
  • პრეზენტაციის უნარი
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
  • დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
  • პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
  • ბანკის გარეთ აქციების სპეციფიკიდან გამომდინარე ადექვატური ქმედება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
  • საბანკო პროდუქტების თეორიული ცოდნა, განსაკუთრებით აქციაში ჩართული პროდუქტებისა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.

ბოლო ვადა: 3 აგვისტო, 2018წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები