8 ფილმი, რომელთა ყურებასაც BBC ივლისში გირჩევთ

თავისუფალი დრო

ზაფხული სიცხის გარდა დასვენების დღეებთანაც ასოცირდება, სწორედ ამიტო ივლისის ცხელი დღეების საინტერესოდ გატარებისთვის BBC კონკრეტული ფილმების ყურებას გირჩევთ. გთავაზობთ 8 განსხვავებულ ფილმს, რომლებსაც BBC-ის რჩევით ივლისის თვეში უნდა უყუროთ.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

Ant-Man and the Wasp – ბლოკბასტერი, რომელიც საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ფილმის მთავარ გმირებს წარმოუდგენელი ძალა და შესაძლებლობები აქვთ. ფილმის ტექნიკურმა მხარემ ბევრი კრიტიკოსის მოწონება დაიმსახურა.

Whitney – რა მოხდა უიტნი ჰიუსტონის ცხოვრებაში? – ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას ახალი დოკუმენტური ფილმით კევინ მაკდონალდი.

Mamma Mia: Here We Go Again – თითქმის ყველასათვის საყვარელი “მამა მია” განსხვავებული შინაარსით, თუმცა ტრადიციულად სახალისო გმირებით დაბრუნდა. ახალგაზრდა დონა, სემი და ჰარი აყალბებენ ურთიერთობებს, რომლებიც რეზონანსდებიან აწმყოში.

Mission: Impossible – Fallout – საკულტო სათავგადასავლო ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილი მთავარ როლში შეუცვლელ ტომ კრუზთან ერთად. აგენტი ითენ ჰანტი ახალ შეუსრულებელ დავალებას იღებს, რომელზეც მსოფლიო წესრიგის უსაფრთხოებაა დამოკიდებული. მაგრამ მისიის წარუმატებელი შესრულების შემდეგ, ითენ ჰანტს, მის ერთგულ გუნდთან და მოკავშირეებთან ერთად მსოფლიოს გადარჩენისთვის კვლავ უშეღავათო ბრძოლა მოუწევს …

Don’t Worry He Won’t Get Far on Foot – ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც მოგვითხრობს უდარდელ გმირზე, რომლის ცხოვრებას ერთი შემთხვევა სრულიად ცვლის.

Generation Wealth – ეს დოკუმენტური ფილმი აჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფინანსები ადამიანებისთვის და რას წარმოადგენს ფული აშშ-ში. თუმცა არსებობს გარემოებები, როცა ფინანსები მეორე ხარისხოვანი ხდება.

Under the Tree – შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმი ოჯახურ დრამატული მდგომარეობისა და შავ კომედიის სრულყოფილი კოლაბორაციაა.

A Prayer Before Dawn – ლივერპულში დაბადებული კრიმინალი 15 წელს ციხეში ატარებს. შთამბეჭდავი კადრები, ახალგაზრდა ბიჭის ძალა, მონდომება და თავდაჯერებულობა ერთად საინტერესო ფილმს ქმნის.

წყარო: BBC

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები