27 ივლისს მთვარის დაბნელებისთვის თვალყურისდევნება იპოდრომზე შეგეძლებათ

საინტერესო ფაქტები

27 ივლისს მთვარის დაბნელებაა. ის თავისებურად უნიკალური მოვლენაა, რადგან NASA-ს ცნობით, ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება. ადამიანების ნაწილი მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43 წუთსაც შეძლებს. მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 21:14 წთ) დაიწყება.

როგორც საქართველოს ასტრნომთა კლუბში აცხადებენ, კარგი ამინდის შემთხვევაში მთვარის დაბნელების ნახვა თბილისიდანაც შეგვეძლება. თბილისში ასტრონომები და დაინტერესებული ამ მოვლენის თვალყურისსადევნებლად ძველ პიოდრომზე შეიკრიბებიან.

მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა, ანუ ციური სხეულები გარკვეულ რიგში განლაგდებიან.

ეს ასტრონომიული მოვლენა – პირველიდან ბოლო ფაზამდე – სულ 3 საათს და 55 წუთს გაგრძელდება. სწორედ ეს დრო დასჭირდება მთვარეს დედამიწის ჩრდილის სრულად გადასალახად.

რაც შეეხება წითელ შეფერილობას, მთვარის დაბნელებას ზოგჯერ „სისხლიან მთვარესაც“ უწოდებენ, რაც დაკავშირებულია თანამგზავრის მუქ წითელ ელფერთან, რომელსაც ის დაბნელების დროს იძენს. ეს ვიზუალური ეფექტია, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედმიწის ზედაპირთან გამავალი მზის სხივები ატმოსფეროში იფანტება და ნაწილობრივ მთვარემდე აღწევს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები