“kiki challenge”-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

მხიარული ინფო

“Kiki challenge” ასევე ცნობილი როგორც “In My Feelings challenge”, მთელს მსოფლიოს მოედო. ამაზე მეტყველებს ვიდეოები, რომლებიც მთელს ინტერნეტში ვირუსივით ვრცელდება. ჩელენჯი ცნობილი რეპერის, დრეიკის ჰიტის ფონზე, მოძრავი მანქანიდან გადასვლას და ცეკვას გულისხმობს. მართალია ვიდეოს გადაღება თითქოს ერთი შეხედვით უწყინარი პროცესია, თუმცა უკვე ბევრი უბედური შემთხვევაც დაფიქსირდა. მაგალითად ერთ-ერთი ვიდეოს გადაღების დროს ახალგაზრდა ქალს ჩანთა მოპარეს.

ზოგიერთს, სამწუხაროდ, მანქანაც დაეჯახა ან თვითონ წაიქცა გადაღების პროცესში. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში პოლიცია უკვე სერიოზულად აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ვიდეოების გადაღებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმებს დაუწესებენ მაგ.: ფლორიდაში ასეთი ჯარიმა 1000 დოლარს შეადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=0iiwrdlnjHU

ადამიანების ფანტაზია რომ ამოუწურავია ვიცით, შესაბამისად არც ეს მოვლენა აღმოჩნდა გამონაკლისი და ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ჩელენჯში ,,ცხოველებიც ჩართო”.

https://www.youtube.com/watch?v=cARMejTW-nw

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები