ვაკანსია მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

დასაქმება

 

“ალტაოქეი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე (დროებითი თანამშრომელი, დეკრეტში მყოფი თანამშრომლის შემცვლელი).

სამსახურის მახასიათებლები:

  • სამუშაო პერიოდი: 6 თვე (აგვისტო – იანვარი)
  • ანაზღაურება: 600 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგის დეპარტამენტის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი და მომზადება;
  • In-store მარკეტინგული მასალების დამზადების კურირება (pos-ები, ფასმაჩვენებლების დიზაინი, მუსიკა, კედლის ბანერები და ნავიგაციები, სტიკერები და ა.შ);
  • გარე რეკლამის მიმართულებით კომპანიებთან კომუნიკაცია და კონტროლი;
  • სტამბებთან და სხვა მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება პროექტის და მარკეტინგული აქტივობის შესაბამისად;
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • მიმდინარე და დასრულებული ღონისძიების ანგარიშების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მარკეტინგის / ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის კარგად ფლობა;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@altaok.ge.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო, 2018 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – მარკეტინგის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვავაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები