Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტების მობილობისთვის რეგისტრაცია 16 აგვისტოს სრულდება – 2018-19 სასწავლო წელი

სტუდენტების მობილობისთვის რეგისტრაცია 16 აგვისტოს სრულდება – 2018-19 სასწავლო წელი
August 15
10:06 2018

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის 16 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.

მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე – www.students.eqe.ge.

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.
მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან “საქართველოს ბანკის” სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 52 (ორმოცდათორმეტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 7320 ვაკანტური ადგილი.

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 22 აგვისტოს და
დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

შეგახსენბეთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ცენტრის ცხელი ხაზის მომსახურებით – ტელ.: (+995 32) 2 200 220 (3599).

50 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2018
M T W T F S S
« Jul   Sep »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031