Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სად არის ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე

სად არის ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე
August 18
13:50 2018

თუ გეტყვით, რომ გაიხსენოთ ყველაზე სახიფათო და საშიში ადგილი სადაც ოდესმე ყოფილხართ, რა თქმა უნდა, თქვენს გონებაში, მაშინვე არცთუ სასიამოვნო მოგონებები ამოტივტივდება. და მაინც რა შეიძლება გენახათ ისეთი, რამაც თავი ასე დაგამახსოვრათ – გაუვალი ტყე, რომელშიც დაიკარგეთ? სწრაფი მდინარე, რომლის გადალახვაც მოგიწიათ თუ გარეული ცხოველი, რომლის დანახვაზეც იფიქრეთ, რომ თქვენი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა?

სამწუხაროდ ჩვენს პლანეტაზე, გაცილებით საშიში და მომაკვდინებელი ადგილები არსებობს, სადაც ყოველდღიურად უამრავი ცოცხალი არსება თავის გადარჩენისათვის იბრძვის.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სახიფათო და მომაკვდინებელ ადგილს მსოფლიოში.

1. საჰელი, ჩრდილოეთ აფრიკა

ეს სოფელი საჰარას უდაბნოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მომაკვდინებელი ტერიტორიაა მთელს ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ მოხვედრილი თითოეული ადამიანი, მშრალი და ცხელი კლიმატის გამო, სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ დგას. მხოლოდ 1972-1984 წლებში, ანუ 12 წლის მანძილზე, გვალვამ 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

2. გველების კუნძული, ბრაზილია

ბრაზილიაში, სან პაულოს სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გვხვდება ე.წ. გველების კუნძული, რომელიც სახელგანთქმულია გველების ექსტრემალურად დიდი რაოდენობით. ბრაზილიის მთავრობამ ტურისტებს აქ მოგზაურობაც კი აუკრძალა, რადგან კუნძულის ნებისმიერი სტუმარი დიდი ალბათობით ქვეწარმავლების მომდევნო მსხვერპლი გახდება.

3. დანაკილის უდაბნო, აღმოსავლეთ აფრიკა

ეს უდაბნო ჩრილო-აღმოსავლეთ ეთიოპიას, სამხრეთ ერიტრეასა და ჩრდილო-დასავლეთ ჯიბუტის ფარავს. ერთ-ერთი ყველაზე საშიში გარემოა, რადგან ვულკანური გეიზერები მთელი დღე-ღამის მანძილზე ცხელ და ტოქსიკურ სითხეს გამოისვრიან, ამას ისიც ემატება, რომ, შესაძლოა, ადგილობრივმა კრიმინალურმა ჯგუფებმა მოგიტაცონ.

4. სოფელი ოიმიაკონი, რუსეთი

ოიმიაკონი რუსეთში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე ცივ დასახლებულ ადგილად ითვლება. სოფლის მცხოვრებლები ძირითადად საქონლისა და ცხენის ხორცით იკვებებიან, რადგან სურსათის მოყვანა მკაცრ კლიმატურ პირობებში შეუძლებელია. იმისთვის, რომ მანქანები ყინვის გამო არ დაზიანდეს, ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში მართავენ ავტომობილებს. აქ ცხოვრება ბევრი თქვენგანისთვის ალბათ წარმოუდგენელიც კი არის.

5. სირია

სირიაში უკვე დიდი ხანია რაც ომი მიმდინარეობას, აქ დაღუპულებისა და გადასახლებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, სწორედ ამ საზარელი რეალობიდან გამომდინარე, სირია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად რჩება.

6. ალაგოასი, ბრაზილია

თითქმის ყველამ იცის, რომ რიოში და სან პაულოში ყოველდღიურად უამრავი დანაშაული ხდება, თუმცა მათ, კრიმინალის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ალაგაოსი უსწრებს. ყოველწლიურად აქ, საშუალოდ 2000 ადამიანს კლავენ.

7. მონროვია, ლიბერია

აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს, ლიბერიის დედაქალაქი მონროვია, ცნობილია თავისი მიგდებული ადგილებით, სადაც ათასობით ადამიანს სრულიად მოუწესრიგებელ და დაუცველ გარემოში უწევს ცხოვრება. აქ არასრულწლოვანთა პროსტიტუცია, ნარკოტიკების რეალიზება, მკვლელობა, ძარცვა და გაუპატიურება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, მონროვია, სადაც ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული, საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას.

8. ჩონჩხების სანაპირო, ნამიბია

ნამიბიის ჩონჩხების სანაპირო, ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილია მსოფლიოში. სახელწოდება “ჩონჩხების სანაპირო” კი სრულად ასახავს რეალობას, რადგან აქ თითქმის ყველგან შეხვდებით, ცხოველებისა თუ ადამიანების ჩონჩხებს.

9. გვატემალა

მართალია, გვატემალაც ცნობილია თავისი მაღალი კრიმინალით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი რის გამოც ის ამ სიაშია მოხვდა. გვატემალაში ხშირია ისეთი ბუნებრივი კატასტროფები, როგორიც არის ძლიერი მიწისძვრა, ქარიშხალი და მეწყერი, რის გამოც აქ თითქმის ყოველწლიურად ასობით ადამიანი კვდება. მაგალითად 1976 წელს, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 23 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

10. სოდის ტბა, ტანზანია

ტანზანიის გადაჭიმულ მთებს შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და მომაკვდინებელი ადგილი იმალება, რომელსაც სოდის ტბა ჰქვია. ეს ბუნებრივი წყალსატევი, წარმოუდგენლად ბევრი ცოცხალი ორგანიზმის სამუდამო განსასვენებელ ადგილად იქცა, მათ შორის არიან ადამიანებიც. თავისი განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობითა და მაღალი ტემპერატურის მქონე წყლით, სოდის ტბა საბედისწერო დანიშნულების ადგილია.

წყარო: on.ge

147 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2018
M T W T F S S
« Jul   Sep »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031