ბატი ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში “ჩაირიცხა”

მხიარული ინფო

ბატმა, სახელად გუგუ, ჩინეთის უნივერსიტეტში ადგილი “გაინაღდა”. ბატი პრესტიჟულ ჩინურ უნივერსიტეტში მას შემდეგ “მიიღეს”, რაც მისმა პატრონმა შანხაის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხვის შემდეგ Weibo-ზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სახლიდან წასვლის შემდეგ ბატი გუგუს მოვლას ვერ შეძლებდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

სტუდენტმა გოგომ, აღნიშნულის გამო, დახმარება შანხაის საზღვაო აკადემიას სთხოვა. უნივერსიტეტმა მას მალევე უპასუხა და ბატი გუგუს უნივერსიტეტში “ჩარიცხვა” Weibo-ს ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.

სასწავლო დაწესებულებამ გავრცელებულ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი გუგუს “ბატების დიდ ოჯახში” დიდი სიხარულით მიიღებდა.

ბატი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ტბასთან ახლოს იცხოვრებს, სადაც მისთვის უსაფრთხო გარემოა – წერს BBC.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები