ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის სხვადასხვა პოზიციაზე

დასაქმება

კომპანია PCG აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • დიზაინერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Corel Draw;
  • ვიდეო მონტაჟის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • WordPress-ზე ან/და Wix-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ოფისის პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Excel, Power Point, Outlook;
  • კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული და სარეკლამო მასალების გრაფიკული დიზაინის შექმნა
  • სოციალური ქსელის Facebook მასალების დიზაინის აწყობა;
  • მარტივი საპრეზენტაციო ვიდეორგოლების დამზადება

მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • განიხილება ბოლო კურსზე არსებული სტუდენტების კანდიდატურაც

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და პორტფოლიოთი გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე hr@pcg.ge და „subject”-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი“. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 აგვისტო.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის,
  • ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
  • მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrbatumi@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 13 სექტემბერი.

პრობლემური სესხების მართვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას თბილისში ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარის განხორციელება პარტნიორი ორგანიზაციის პრობლემურ კლიენტებთან;
  • ბანკის ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • პრობლემური პორტფელის მუდმივი კონტროლი;
  • დებიტორებთან (კლიენტებთან) მოლაპარაკება დავალიანების დროულად დაფარვის მიზნით;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;

განიხილება როგორც სრული ასევე ნახევარი განაკვეთი სტუდენტებისთვის (დილის და საღამოს ცვლა).

ანაზღაურება: ფიქსირებული, პლიუს საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.pld@gmail.com. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 6 სექტემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები