5 საუკეთესო ქვეყანა “საშოპინგოდ”

საინტერესო ფაქტები

გსურთ განაახლოთ გარდერობი, თან ამისთვის დანაზოგიც გაქვთ? წარმოგიდგენთ ქალაქებს, სადაც შოპინგი არა მხოლოდ ნაყოფიერი, არამედ სასიამოვნოც იქნება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

1. ამსტერდამი – ამსტერდამს შეუძლია „შოპინგის დედაქალაქის“ წოდებაც კი მიიღოს. ქალაქი ანტიკვარული, ბუკინისტური და საიუველირო მაღაზიებით გამოირჩევა. აუცილებლად ეწვიეთ ცნობილ მეცხრე რაიონს. უზარმაზარი შოპინგ-ზონა სწორედ ამსტერდამის ცენტრშია განთავსებული. აქ ყველაფერს ნახავთ – ძველებური ნივთებიდან დაწყებული, თანამედროვე სამოსით დამთავრებული; ასევე ისტორიულ და მოდერნისტულ ავეჯს… აქ შეძენილი ფეხსაცმელი ევროპაში საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა.

2. მილანი – ყველა გოგონა, რომელიც თავს მოდურად მიიჩნევს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს მილანს – მოდის ევროპულ დედაქალაქს. Gucci-ის, Versace-ს, Prada-ს, D&G-ს, Armani-ს, Fendi-ს, Hermes-ის, Tiffany&Co-ს, Bulgari-ს, Louis Vuitton-ის და სხვა ბრენდების მაღაზიები ყოველთვის ღიაა სიახლის მაძიებლებისთვის. თუმცა Serravalle-ში შეხედვა არ დაგავიწყდეთ – ეს უდიდესი მაღაზიაა, სადაც ჩამოფასებული სამოსი იყიდება და სასურველ კაბებს, ფეხსაცმელს, სუნამოს თუ აქსესუარებს ხელმისაწვდომ ფასებში შეიძენთ.

3. დუბაი – შესაძლოა დუბაიში დასვენება არც ისე იაფი იყოს, თუმცა შოპინგი აქ ნამდვილად ხელმისაწვდომი და საკმაოდ მრავალფეროვანია. დუბაი იმპორტირებულ საქონელზე დაბალი გადასახადით გამოირჩევა, ამიტომ დიზაინერების შემოქმედებას საკმაოდ მისაღებ ფასში შეიძენთ. ესტუმრეთ ქალაქის სავაჭრო ცენტრებს: The Dubai Mall, Bur Juman, Mall of the Emirates… ეს კომპლექსები დიზაინითა და ზომითაც გამოირჩევიან. ასევე, აქ ბევრი გასართობი და თავშესაქცევი განყოფილებაა, სადაც შვილების, და მათ შორის ქმრების დატოვებაც კი შეიძლება.

4. ბარსელონა – ესპანეთი საშუალო კლასის ბრენდების სამშობლოა. Mango-ს, ZARA-ს, Massimo Dutti-ს, Pull and Bear-ის, Oysho-ს, Bershka-ს და Stradivarius-ის სამოსს მსოფლიოში თითქმის ყოველი მეოთხე ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღაზიები მშობლიურ ქალაქშიც გაქვთ, ბარსელონაში ვიზიტი მაინც გარდაუვალ მოვლენად უნდა აქციოთ. აქ განსაკუთრებულ და უნიკალურ კოლექციებს შეხვდებით, რომლებსაც დიზაინერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ ავრცელებენ. რა თქმა უნდა, განსხვავება ხარისხსა და ფასშიცაა. თუმცა ბარსელონაში ელიტური მაღაზიებიცაა: Luis Vuitton, Chanel, Dolce & Gabbana, Escada, რომლებსაც Passeig de Gracia-ს ბულვარში იხილავთ.

5. პარიზი – ქალაქი, რომელიც მოდის სამყაროში ლიდერია, შოპინგისთვის აუცილებლად გამოგადგებათ. ყველაზე ცნობილი სავაჭრო კვარტლები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ: Les Halles, Boulevard Haussmann და Place des Victoires. აქ თქვენ საუკეთესო პარფიუმერია, სამკაული და ელეგანტური სამოსი დაგხვდებათ. აუცილებლად ესტუმრეთ პარიზის ფლი მარკეტს – აქ უნიკალურ და ავთენტურ სუვენირებს აღმოაჩენთ.

წყარო: www.okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები