მუსიკოსების 6 ყველაზე უცნაური ძვირადღირებული შენაძენი

საინტერესო ფაქტები

ხშირად გეუფლებათ დანაშაულის გრძნობა ძვირადღირებული ნივთების შეძენისას? ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ ზედმეტად მკაცრი ხართ საკუთარი თავის მიმართ. ცნობილი მუსიკოსები თქვენზე გაცილებით მეტს ხარჯავენ და ხშირად ისეთი უცნაური სურვილების შესასრულებლად ფლანგავენ ასობით ათას დოლარს, რომლებსაც ჩვენ, უბრალო მოკვდავები, ვერც კი წარმოვიდგენთ.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

6. ბიონსეს ოქროს ლეგინგსები ($ 100,000) – 100 ათასი დოლარის ღირებულების მოოქროვილი ლეგინგსები პოპვარსკვლავისთვის “ბალენსიაგამ” დაამზადა. 2007 წლის BET-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე ბიონსე სწორედ მათში გამწყობილი გამოცხადდა და, პირდაპირი მნიშვნელობით, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.

მუსიკოსების 6 ყველაზე უცნაური ძვირადღირებული შენაძენი

5. ლედი გაგას მოჩვენებების გამოსავლენი დეტექტორი ($ 47,000) – ერთ-ერთ ინტერვიუში ლედი გაგამ განაცხადა, რომ მსოფლიო ტურნეს დროს მოჩვენება, სახელად რაიანი დაჰყვებოდა. ამ ფრაზას ხუმრობაში ჩავუთვლიდით, რომ არა ერთი გარემოება – ავი სულების გამოსავლენად მომღერალმა სპეციალური ელექტრომაგნიტური დეტექტორი შეიძინა. თუმცა, როგორც ჩანს, მისი სიმშვიდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან გაგას გამოსვლების წინ, საკონცერტო დარბაზებს მის მიერ დაქირავებული ექსტრასენსების მთელი არმია ამოწმებს.

მუსიკოსების 6 ყველაზე უცნაური ძვირადღირებული შენაძენი

4. ავტომანქანა მაილი საირუსის ძაღლებისთვის ($ 125,000) – ამერიკელი მუსიკოსის ოთხფეხა მეგობრები საკუთარი “რეინჯ როვერ სპორტით” გადაადგილდებიან. საგანგებოდ მათთვის შეძენილი ავტომობილის ღირებულება 125 ათასი აშშ დოლარია.

მუსიკოსების 6 ყველაზე უცნაური ძვირადღირებული შენაძენი

3. ჯეი ზის და ბიონსეს ბრილიანტის თოჯინა ($ 80,000) – ვარსკვლავურმა წყვილმა საკუთარ შვილს, ბლუ აივს პირველ დაბადების დღეზე თოჯინა ბარბი აჩუქა. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება – სათამაშო ბრილიანტის ქვებითაა მორთული და 80 ათასი დოლარი ღირს.

მუსიკოსების 6 ყველაზე უცნაური ძვირადღირებული შენაძენი

2. რიანას ვარცხნილობა ($ 1 მილიონზე მეტი წელიწადში) – დიახ, დიახ, არაფერი შეგვშლია – 1 მილიონი დოლარი წელიწადში. სწორედ ამდენი უჯდება ბარბადოსელ მომღერალს მისი მრავალფეროვანი ვარცხნილობები. მოდით, მეორე მხრიდანაც შევხედოთ ამ ფაქტს. რიანას შეუცვლელი სტილისტი, ურსულა სტივენი, წესით და რიგით, საკუთარი სამსახურით საკმაოდ ბედნიერია.

მუსიკოსების 6 ყველაზე უცნაური ძვირადღირებული შენაძენი

1. ქანიე ვესტის ოქროს უნიტაზი ($ 750,000) – ჰიპ ჰოპ არტისტებისთვის ფუფუნების სიყვარული უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა, ალბათ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც ეს ყველაფერი აბსურდის სახეს იღებს. თუ ქანიე ვესტის კუთვნილი აპარტამენტების საპირფარეშოში აღმოჩნდებით, ოქროს უნიტაზის ხილვის პატივი გექნებათ, რომლის დასამზადებლადაც არტისტმა 750 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.

მუსიკოსების 6 ყველაზე უცნაური ძვირადღირებული შენაძენი

წყარო: popmusic.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები