პირველკურსელის ლექსიკონი – რა უნდა ვიცოდეთ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას?

კატეგორიის გარეშე

პირველკურსელთა უმრავლესობა საუნივერსიტეტო ცხოვრებას გაურკვევლობებთანშეჩეხებით იწყებს – რეგისტრაცია, ახალი სახეები, სხვადასხვა ხასიათის ლექტორები, უზარმაზარი სივრცე, აუდიტორიების განლაგება, ახალ–ახალი ცხრილი და ა.შ. ეს ყველაფერი მართლაც დამაბნეველია.

studinfo.ge შეეცადა თვქენთვის საქმე ცოტა შეგვემსუბუქებინა, ამიტომ თავი მოვუყარეთ იმ აუცილებელ ტერმინებს, რომელთა ცოდნაც სასწავლო წლის დასწაყისში, პირველივე სემესტრში (პირველ კურსზე) აუცილებლად დაგჭირდებათ. მოდით დავიწყოთ:

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს ახალი სტუდენტის გაფორმებას საუნივერსიტეტო ბაზაში – პირადობის ასლის, CD-ზე ჩაწერილი ოფიციალური ფოტოსურათების, ატესტატისა და დაბადების მოწმობის წარდგენას თქვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. გარდა ამისა, ადმინისტრაციული რეგისტრაცია სწავლისთვის განკუთვნილი თანხის გადახდასაც გულისხმობს. სწავლის საფასურის გადახდის გარეშე აკადემიური რეგისტრაციის გავლას ვერ შეძლებთ.

აკადემიური რეგისტრაციისას – თქვენ ოფიციალურად (ელექტრონულად, უნივერსიტეტის მიერ სტუდენტისთვის შექმნილ ბაზაში) აფიქსირებთ თქვენს სპეციალობასა და იმ საგნებს, რომლებიც მოცემულ სემესტრში უნდა ისწავლოთ (გეტყვით იმასაც, რომ წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, თქვენი ცხრილი შეიცვლება და ახალ–ახალი საგნების გავლა მოგიწევთ).

ლექცია და სემინარი ორივე სასწავლო პროცესის თანმდევი ნაწილია, თუმცა ერთმანეთისგან ნამდვილად განსხვავდება. ლექციაზე თქვენ ისმენთ ლექტორის მიერ ახსნილ მასალას, ხოლო სემინარი უფრო საგაკვეთილო სახისაა, ლექციაზე მოსმენილ და საშინაო დავალებად დამუშავებულ მასალას აბარებთ სემინარის ხელმძღვანელებს.

კრედიტი: ერთი სასწავლო წელი მოიცავს 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500-1800 ასტრონომიულ საათს, ხოლო 1 კრედიტი მოიცავს სასწავლო საქმიანობის (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 ასტრონომიულ საათს. სხვადასხვა უნივერსიტეტში საგნებს სხვადასხვა კრედიტი ენიჭება, ყველაზე კარგი ვარიანტი სემსტრში ექვსი 5-კრედიტიანი საგნის გავლაა, რაც სემესტრულად ჯამში 30 კრედიტს, წლიურად კი 60 კრედიტს მოგიტანთ (რა თქმა უნდა, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში).

აკადემიური კალენდარი – იგულისხმება კონკრეტული თვეები და რიცხვები, როცა მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როდის გვიწევს არდადეგები, როდის გვექნება საგამოცდო პერიოდი და ა.შ.

GPA (grade point average) – ეს არის სტუდენტის შეფასებათა საშუალო მაჩვენებელი, რომლის მაქსიმალური სკალა 4-ით განისაზღვრება და ათეულებით მრგვალდება. თუ თქვენ 5 საგანში საბოლოოდ 100 ქულა გამოგყვებათ, ხოლოდ მე-6-ში – 51. თქვენი ქულები იკრიბება, იყოფა 6-ზე და GPA იკლებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ სტუდენტის შეფასების სკალა:

(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 90%-ზე მეტი უნდა იყოს;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასებით 81-90%;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასებით 81-90%;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასებით 71-80%;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასებით 61-70%;

არსებობს ორი უარყოფითი შეფასება:
(FX) დაბალი – მაქსიმალური შეფასებით 51-60 %;
(F)  ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 50% და ნაკლები;

სილაბუსი – არის საგნის “სარჩევი”, სადაც ახსნილია კონკრეტულ საგანში რას ისწავლით, ნასწავლი რაში გამოგადგებათ, რომელი წიგნიდან ისწავლით, საშინაო დავალებად რომელი გვერდები გექნებათ და ა.შ.

რიდერი – ეს არის ლექციებზე ახსნილი მასალის განხორციელებული სახე ანუ საკითხავი მასალა წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან და სხვ.

რაც შეეხება შიდა ელექტრონულ ბაზას: ეს არის თქვენი მარჯვენა ხელი. აღნიშნული ბაზიდან სემესტრის დასწყისში ირჩევთ სასურველ საგნებს, ნახულობთ ამ საგნებისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობას და სილაბუსებს/სასწავლო მასალას, არკვევთ რა ქულა დაგეწერათ აქტიურობაში, დავალებებში, შუალედურ და ფინალურ გამოცდებზე და ა.შ. (მაგალითად, თსუ–ის შიდა ბაზას ჰქვია lms.tsu.ge, ილიაუნისას – არგუსი…)

რეფერატი არის კონკრეტულ საგანში თქვენ მიერ შემუშავებული სასურველი თემა, რომელზეც მსჯელობთ, წარმოადგენთ თქვენს პოზიციას წერილობითი სახით.

“ქვიზი”, ანუ ტესტირება: ქვიზის დაწერა თქვენი შეფასების მარტივი საშუალებაა, რადგან რამდენიმე ლექციის შემდეგ განვლილ მასლას ტესტირების გზით აბარებთ. არ გიწევთ ლექციების დაზუთხვა და ლექტორისთვის მოყოლა, შესაბამისად აქტიურობის ქულასაც ტესტირების გზით აგროვებ.

კოლოკვიუმი, იგივე შუალედური წერა/გამოცდა არის დაახლოებით “საკონტროლო სამუშაო”, რომელიც სკოლიდან ძალიან კარგად გემახსოვრებათ. ჩათვალეთ ფინალურ/დასკვნით გამოცდებამდე თქვენ “მინი რეპეტიციას” გადიხართ, რადგან კოლოკვიუმის ფორმატი ხიშირად ფინალურების მსგავისა. თითოეულ საგანში აღნიშნული კოლოკვიუმი მინიმუმ ერთხელ ჩაგიტარდებათ.

ფინალური გამოცდა – არის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯი. უმეტესად, 100–ქულიანი საგნის სწავლისას, 60 ქულას აგროვებთ სასწავლო წლის განმავლობაში ყოველდღიური აქტივობებითა და კოლოკვიუმებით, ხოლო დარჩენილი 40 ქულა ფინალური გამოცდისთვისაა შემონახული. ამ საფეხურით, ფაქტობრივად, ხურავთ ამა თუ იმ საგანს და ასრულებთ სასწავლო სემესტრს. იმისთვის რომ გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ თითო საგანში 51 ქულა და მეტი უნდა დააგროვოთ.

გადაბარება – თუ მიმდინარე ქულებისა და ფინალური გამოცდების ჯამმა 51 ვერ შეადგინა და შესაბამისად გამოცდებში ჩაიჭერით, უნივერსიტეტი მეორე შანსს გაძლევთ. ფინალური გამოცდების შემდეგ, გამოცხადებულ კონკრერტულ ვადებში, იგივე საგანში გადაბარების საშუალება გეძლევათ. თუ აქაც ვერ შეაგროვეთ გადამლახავი ქულა მომდევნო სემესტრებში დამატებითი საგნების აღება/სწავლა მოგიწევთ კრედიტების ჯამური რაოდენობის დასაგროვებლად ((4 წელიწადში, საბაკალავრო პროგრამაზე უნდა დააგროვოთ მინიმუმ 240 კრედიტი, რაც წელიწადში 60, ხოლო სემესტრში 30 კრედიტს მოიცავს).

“საგნის შეტენვა/ჩარჩენა” – ეს ტერმინები უხამსობა არ გეგონოთ. იმ შემთხვევაში თუ საგანი, საგნის ლექტორი ან შეფასების სისტემა არ მოგეწონა და მიმდინარე ქულების საჭირო რაოდენობა არ დააგროვე – ეს იმას ნიშნავს რომ საგანი შეიტენე. ხოლო თუ საგანში ქულათა მინიმალური რაოდენობა – 51 ვერ დააგროვე (სიზარმაცის ან პარალელურად მუშაობის გამო) მაშინ საგანი ჩაგრჩა/შეგეტენა.

კამპუსი – უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, იგივე სტუდენტთა ქალაქი.

უკვე გამოცდილო სტუდენტებო, თუ კი რამე მნიშვნელოვანი ტერმინი გამოგვრჩა, დაგვიწერეთ კომენტარებში, თვქენც შეიტანეთ წვლილი მომავალი სტუდენტებისთვის სტდუენტური ცხოვრების გამარტივებაში.

studinfo.ge წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

იხილეთ: რჩევები მომავალ პირველკურსელებს “სტაჟიანი” სტუდენტებისგან

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები