სტაჟირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

დასაქმება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, წნორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@geocredit.ge

ვის ვეძებთ ჩვენ?

  • ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
  • მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან
  • შეთავსებით სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

რა იქნება მთავარი მოვალეობა?

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
    საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

რას მიიღებთ ამ სამსახურში მუშაობით?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • გამოცდით საკუთარ შესაძლებლობებს;
  • აღმოაჩენთ ახალ უნარებს;
  • გამოიმუშავებთ ანაზღაურებას;
  • დაიწყებთ კარიერის განვითარებას.

პოზიციის პირობები:

  • 2-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სტაჟირების შემდეგ გამოსაცდელი ვადა – 3 თვე;
  • ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში – 250 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 375 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
  • სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

დამატებითი ინფორმაცია:

გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 15 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
  • მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
  • სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე)
  • MS პროგრამების ცოდნა;
  • მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართულად მეტყველება;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  • ჯგუფური გასაუბრება ;
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • სტაჟირება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 21.09.2018

კომპანია ”გამომცემლობა კოლორი” აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • HR ადმინისტრაციული თემებში ასისტირების გაწევა (თანამშრომელთა ხელშეკრულებები, შვებულებები, მივლინებები);
  • 1с პროგრამაში მუშაობა;
  • სხვადასხვა HR პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

აცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ფსიქოლოგიის განხრით);
უპირატესობა მიენიჭება შინაგან მოტივაციას, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად;

პიროვნული თვისებები:

  • პოზიტიური განწყობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის #20
ვაკანტური ადგილები: 1
სტაჟირება: ანაზღაურების გარეშე
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე

შენიშვნა: სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ვარკეთილი/ვაზისუბანში ან ისანი/სამგორის რ-ნში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე e.mtiulishvili@color.ge. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 სექტემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები