Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

5 ფინანსური რჩევა საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის

5 ფინანსური რჩევა საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის
September 04
12:24 2018

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის ახალგაზრდების დიდი ნაწილი იბრძვის. სამშობლოს დატოვება და განვითარებისთვის სხვადასხვა გზის ძიება მართლაც საინტერესო, ამაღელვებელი და სიახლეებით სავსეა. ახალი გარემო, ახალი მეგობრები, ერთი შეხედვით, რომანტიკულ განწყობას გვიქმნის, თუმცა სიურპრიზები ზოგჯერ არცთუ ისე სასიამოვნოა. პირველი უარყოფითი ფაქტორი, რასაც საზღვარგარეთ სწავლისას შეეჩეხებით,  მცირე ბიუჯეტია. მნიშვნელოვანია, თანხის სწორად მართვა შეძლოთ, რისთვისაც 5 რჩევას გთავაზობთ:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

სამშობლოს დატოვებამდე გაასწორეთ ანგარიში ბანკებთან

თუ ქვეყანას დიდი დროით ტოვებთ, არ დაგავიწყდეთ საკრედიტო და პლასტიკური ბარათების გაუქმება. გაითვალისწინეთ, რომ ბარათებზე გერიცხებათ საკომისიო. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დავალიანება და ზედმეტი ხარჯი, წასვლამდე დაფარეთ გადასახადები.

დაადგინეთ გაცვლითი კურსი

საერთაშორისო სტუდენტებსა და მოგზაურებს ჩვეულებრივ, მცირე ბიუჯეტით უწევთ ცხოვრება. ხარჯებზე კი სავალუტო კურსს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. გამოყავით დრო იმისთვის, რათა გაარკვიოთ რამდენად მყარია თქვენი ქვეყნის ვალუტა და როგორია გაცვლითი კურსი. ეცადეთ, გონივრულად, სწორ დროს გადაცვალოთ ეროვნული ვალუტა.

სწავლის საფასურის გადახდამდე გაეცანით უნივერსიტეტის პოლიტიკას ამის შესახებ

სწავლის საფასური, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საერთაშორისო გადარიცხვებით გადაიხადოთ, მაგრამ ეს რამდენიმე პრობლემასთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, ხშირია თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევები. ამას გარდა, არსებობს რისკი იმისა, რომ თანხა არასწორ მისამართზე ჩაირიცხება. გაითვალისწინეთ, შეცდომით დაწერილი პატარა დეტალიც კი შესაძლოა, თანხის დაკარგვის მიზეზად იქცეს.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის შესახებ უნივერსიტეტების დიდ ნაწილს საკუთარი პოლიტიკა და ინსტრუქციები აქვს. მათი რჩევების გათვალისწინება შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.  ამას გარდა, უნივერსიტეტი საფასურის ადგილობრივად გადახდის შემთხვევაში, ზოგჯერ თანხას მცირედით ამცირებს. მთავარია, არ დაიგვიანოთ გადახდა.

შეამოწმეთ საკრედიტო ბარათის წესები

თუ საკრედიტო ბარათის აღებას თქვენს ქვეყანაში გადაწყვეტთ, შეამოწმეთ, ფუნქციონირებს  თუ არა ის ქვეყნის გარეთ.

არ დაგავიწყდეთ გადასახადები!

გაეცანით მასპინძელი ქვეყნის საგადასახადო წესებს, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და ზედმეტი ხარჯი. ამ მხრივ ყველაზე მკაცრი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული  ქვეყანა ამერიკაა, რომელიც კომუნალურებზე შეღავათებს არც სტუდენტებს უწესებს.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

266 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2018
M T W T F S S
« Aug   Oct »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930