Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის შემოდგომის ნაკადზე მიღება დაიწყო

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის შემოდგომის ნაკადზე მიღება დაიწყო
September 04
16:30 2018

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის შემოდგომის ნაკადზე მიღება დაიწყო. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 30 ოქტომბერს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:

  • პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი;
  • ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%)
  • აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

სტაჟირების პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების სია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755.

1 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2018
M T W T F S S
« Aug    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930