Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ გადავრჩეთ FREEUNI-ში – LIBERAL TIPS & ხრიკS

როგორ გადავრჩეთ FREEUNI-ში – LIBERAL TIPS & ხრიკS
September 12
12:01 2018

არსებობს ფაქტები თავისუფალი უნივერსიტეტის შესახებ, რომლებიც ყველამ არ იცის. ეს ფაქტები კი განსაკუთრებით საინტერესო მომავალი სტუდენტებისთვის იქნება. გთავაზობთ სასწავლო პროცესთან, ლექტორებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ნიუანსებს, რომლებიც აუცილებელია რომ იცოდეთ.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზე EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. მიეჩვიე ძირს ჯდომას – სანამ სწავლას დაიწყებ, სახლში ძირს ჯდომაში ივარჯიშე. დამიჯერე ძალიან ხშირად მოგიწევს, იმიტომ, რომ კაი ტიპობის გარდა, ძაან კომფორტულია და ყველაზე კარგ ლექციებზე ცარიელი სკამის პოვნა არც ისე მარტივია. 

2. ჩვენ არ გვიყვარს სახელმწიფო – შეიძლება ჯერ არ ხარ “ლიბერასტი”, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ სახელმწიფო არის აუცილებელი ბოროტება, გადასახადები კი ქურდობა. FreeUni-ს რომელ სკოლაშიც არ უნდა სწავლობდე ამ ჭეშმარიტებას მალევე შეიცნობ, ამიტომ მზად იყავი შენი წარმოდგენების დანგრევისათვის კარგ, მზრუნველ სახელმწიფოზე.
 
3. შეიმეცნე კაფეტერიისკენ მიმავალი გზა  ვიცი, რომ ეს რუკა ტყუილად ჩაგიგდეთ, არ მოგერიდოთ და ჰკითხეთ სხვებს როგორ მიხვიდეთ კაფეტერიამდე. თუ საკმარისად კარგი მახსოვრობა გაქვთ, შეიძლება პირველი სემესტრის ბოლომდე დაიმახსოვროთ.

პ.ს. აქვე, კაფეტერიაში პირველი, რაც უნდა გასინჯოთ არის არტურას მექსიკური. მარტივად მიაგნებთ, უბრალოდ იქ წადით, სადაც ბევრი ხალხი იქნება.
ვიცი, რომ ეს რუკა ტყუილად ჩაგიგდეთ, არ მოგერიდოთ და კითხეთ სხვებს როგორ მიხვიდეთ კაფეტერიამდე. თუ საკმარისად კარგი მახსოვრობა გაქვთ, შეიძლება პირველი სემესტრის ბოლომდე დაიმახსოვროთ.პ.ს. აქვე, კაფეტერიაში პირველი, რაც უნდა გასინჯოთ არის არტურას მექსიკური. მარტივად მიაგნებთ, უბრალოდ იქ წადით, სადაც ბევრი ხალხი იქნება.

4. შეარჩიე ტუალეტი სწორად –  ახლა რასაც წაიკითხავ, აუცილებლად დაიმახსოვრე: უნიში ორი სახის ტუალეტი არსებობს – მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიან ტუალეტში აკრძალულია დიდი ხნით გაჩერება, რადგან ამისთვის არსებობს გრძელვადიანი ტუალეტი, რომელიც შედარებით მოშორებითაა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. მშვიდი ტუალეტები უნდა ეძიოთ ოთხივე სართულზე, ჩრდილოეთით, კაფეტერიის მხარეს, მოკლევადიანები კი ყოველი სართულის ცენტრში.

5. If you get horny… – რაც უნდა მოხდეს არ აიღო პატარა ან საშუალო აუდიტორია! ფანჯრიდან ყველაფერი ჩანს. თუ ვერ თოკავ საკუთარ დრაივს აიღე დიდი აუდიტორია და გამოიყენე უკანა, უსკამებო ადგილი და კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს 😉

პ.ს. ეცადე მორჩე მალე, თორემ შეიძლება დაცვამ გარედან გააღოს კარი.

6.  ცოტა ლექტორებზეც – ერიდეთ ამირან წაქაძეს. რომ დაინახავთ გესაყვარლებათ, იფიქრებთ, ამან რა უნდა დაგვიშავოსო. იმას გიშავებთ, რომ არაფერს არ გიშავებთ, იმიტომ რომ ვერ ასწრებს. სამაგიეროდ შეგიძლიათ ჩაუმეგობრდეთ ზაზა გელაშვილს და დააფოლოვოთ ყველა სოციალურ ქსელში. დამიჯერეთ, არ ინანებთ.

ყველაზე სასარგებლო რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ არასოდეს ეკამათოთ მიშა მირაშვილს. მიშა მაშინაც კი მართალია, როდესაც იტყუება და მაშინაც იტყუება, როცა მართალია.

7. +31 – პირველკურსელობა და ,ზოგადად, სტუდენტობა რთულია. განსაკუთრებით საჭირველ არს გზაი იგი ფრიუნისაი, რომელიც 38-სა ზედა გადის. პირველ დღეებში ჩვენი ერთგული ავტობუსი შეიძლება ცარიელი იყოს და 38-ზე გაკეთებული ყველა მიმი ერთ დიდ ტყუილად მოგეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ კონსპირაციაა. ერთ კვირაში აგრიუნიც დაიწყებს სწავლას და 38-ებიც მთელი სიმძლავრეებით ამუშავდებიან.

მარტივი რჩევა: არ დაგავიწყდეს ისუნთქო.

8. აგრუნის შესახებ – აგრუნელები ჩვენი თანამეკამპუსე ძმები არიან და ბევრ რამეში გვეხმარებიან, მაგალითად, მათ აქვთ მოსაწევი და აგრეთვე ტაქსები მხოლოდ სიტყვა “სასოფლოთი” ხვდებიან სად მიდიხარ. მიუხედავად ამისა, თუ გინდა ჭეშმარიტი ფრიუნელი იყო, სემესტრში ერთხელ მაინც უნდა გაიღადავო აგრუნელებზე.

9. And finally: life hazard – თუ გინდა უნივერსტეტი დაამთავრო და ზოგადად იცოცხლო, არასოდეს შეეხო მაქსელს რომელიც კოდავს (პროგრამას წერს). შეიძლება ისინი კეთილები, პატარები და საყვარლები ჩანან, მაგრამ კოდვა მათთვის წმინდა საქმეა, რიტუალია. უბრალოდ არ..

წყარო: imitom.ge

3 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2018
M T W T F S S
« Aug    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930