ვაკანსიები სტუდენტებისთვის სხვადასხვა პოზიციაზე

დასაქმება

შპს დუსან ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ნაწილების კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • შესყიდვების და გაყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება და პროცესის მხარდაჭერა
  • სასაწყობე ოპერაციებში მონაწილეობის მიღება ( პროდუქციის შემოსვლა გასვლის კონტროლი)
  • 1C -პროგრამაში შეკვეთების და რეალიზაციის დოკუმენტების წარმოება და კონტროლი
  • სათადარიგო ნაწილების მოძიება სქემაზე იდენტიფიცირება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა ( წერითი, ვერბალური)
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა

უნარები:

  • სხარტი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • პრინციპულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: service@doosan.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ბოლო ცადაა 27 სექტემბერი.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე აფთიაქში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ტექნიკური ან უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული, ორგანიზებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო განრიგი: 3 დღეში ერთხელ 17:00 სთ- დან 9:00 სთ-მდე

ანაზღაურება: 1 მორიგეობა – 25 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge.გთხოვთ, ველში Subjact მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება. ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი.

სს “სადაზღვევო კომპანია ალფა” აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის დღის და ღამის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი/ამომწურავი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო ზარებით მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალურად ასახვა პროგრამაში;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (აუცილებელი მოთხოვნა);
  • ოპერატორის თანამდებობზე ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

  • გამართული მეტყველება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11სთ-დან 15სთ-მდე:

ფოტოსურათი 3×4 – 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის #16.
ტელ: 2 640 199 (4242)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17 სექტემბერი 2018 წელი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები