Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყველაზე ხშირად რისთვის იყენებენ ინტერნეტს საქართველოში

ყველაზე ხშირად რისთვის იყენებენ ინტერნეტს საქართველოში
September 18
17:12 2018

საქართველოში ინტერნეტი სახლში 69.5%-ს აქვს. ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი თბილისში ცხოვრობს (85.5%), შემდეგ მოდის აჭარა (80.3%) და სამეგრელო ზემო სვანეთი (66%). აღნიშნულ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

არსებული მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის 92.4% სოციალური ქსელებისთვის იყენებს. ასევე ინტერნეტის გამოყენების მიზნებს შორის მაღალია ონლაინ ახალი ამბების კითხვაც (52.5%). ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის კი ინტერნეტს 51% იყენებს.

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 51.6% ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს. საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს 30.8% იყენებს, სამუშაოს ინტერნეტში 20% ეძებს, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობისთვის ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი კი 26.1%-ია.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით, ინტერნეტს ყველა ასაკობრივ ჭრილში მაღალი მაჩვენებელი აქვს: 15-29 წლის ასაკის პირებში 95.7%; 30-59 წლამდე პირებში – 89.7%; 60 წელს ზევით – 70.8%.

152 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2018
M T W T F S S
« Aug   Oct »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930