Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 რამ, რაც Facebook-დან ახლავე უნდა წაშალოთ

10 რამ, რაც Facebook-დან ახლავე უნდა წაშალოთ
September 26
13:12 2018

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ პირადი ინფორმაციის განთავსება სოციალურ მედიაში სარისკოა. კემბრიჯის ანალიტიკური სკანდალიდან, რომლის დროსაც 87 მილიონი Facebook-მომხმარებლის ანგარიში გატეხეს, იმის სწავლა შეიძლება, რომ სოციალურ მედიაში პირადი ინფორმაციის ჩაწერა უსაფრთხო არაა.

თუ ხარვეზების მიუხედავად ისევ ენდობით Facebook-ს, მაშინ გირჩევთ, აუცილებლად დაფიქრდეთ სტატიაში მოცემულ რჩევებზე. გთავაზობთ 10 პირადი ინფორმაციის მაგალითს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ Facebook-დან.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

1. დაბადების დღე

დაბადების თარიღის ცოდნა ჰაკერებს უმარტივებს ხელმისაწვდომობას თქვენს სხვა პირად ინფორმაციაზე და საბანკო ანგარიშებზეც.

2. მობილურის ნომერი

მართლა გინდათ, რომ თქვენს ყველა Facebook-მეგობარს, ან ყველა ადამიანს, ვინც თქვენს პროფილს ათვალიერებს, თქვენი ნომერი ჰქონდეს? თუ არა, მაშინ სასწრაფოდ წაშალეთ!

3. პატარა ბავშვების ფოტოები

“ბავშვები რომ გაიზრდებიან, რა ტიპის ინფორმაციის ნახვა მოუნდებათ საკუთარ თავზე წარსულში?” – იკითხა ვიქტორია ნეშმა, ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის დირექტორმა. მართლაც, იქნებ ბავშვებს არ უნდათ, რომ მათი ფოტოები მთელმა ინტერნეტსივრცემ აიტაცოს.

4. რომელ სკოლაში დადის თქვენი შვილი

NSPCC-ის ცნობით, ბოლო წლებში სექსუალური შევიწროების რიცხვი გაიზარდა.

“2013/2014 წლებში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სკოლებში ბავშვების სექსუალური შევიწროების 36 429 შემთხვევა დააფიქსირა. ბოლო წლებში კი ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ კიდევ უფრო მეტი ასეთი შემთხვევა აღრიცხა”.

უბრალოდ, წინასწარ დაფიქრდით ამაზე. ნუ გაუმარტივებთ მოძალადეს ან მტაცებელს თქვენი შვილის პოვნას!

5. ადგილმდებარეობის ჩვენება

2015 წელს TechCrunch-მა აღრიცხა, რომ 500 მილიონ Facebook-ის მომხმარებელს ჩართული ჰქონდა ადგილმდებარეობის ჩვენება სმარტფონში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ადგილმდებარეობა სახიფათო ადამიანებისთვისაც ხილული იყო.

6. თქვენი მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორი

თუ თქვენს სამსახურის უფროსს მეგობრებიდან წაშლით, შეიძლება თავი უფრო კომფორტულად და თავისუფლადაც იგრძნოთ სოციალურ ქსელში.

7. არ მონიშნოთ თქვენი ადგილმდებარეობა

სულაც არ არის კარგი, ყოველთვის ყველამ იცოდეს, სად იმყოფებით. ხოლო თუ სახლში “დაჩექინდებით”, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლის მისამართს აძლევთ მთელ Facebook-საზოგადოებას.

8. სად და როდის მიდიხართ შვებულებაში

ამის საჯაროდ დაწერა ბინის ქურდების მოპატიჟებას ჰგავს. This Is Money-ის მიხედვით, იმ ადამიანების უმეტესობას, ვისი სახლიც შვებულებაში ყოფნისას გაქურდეს, გამგზავრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჰქონდა გამოქვეყნებული.

9. საკრედიტო ბარათის ინფორმაცია

ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ საკრედიტო ბარათის დეტალები არასდროს უნდა განათავსოთ სოციალურ ქსელში.

10. სამგზავრო ბილეთის სურათი

სამგზავრო ბილეთის სურათით შესაძლებელია თქვენზე იმ პირადი ინფორმაციის შეგროვება, რაც ავიაკომპანიას გადაეცით.

წყარო: intermedia.ge

522 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2018
M T W T F S S
« Aug   Oct »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930