5 წიგნი მათთვის, ვისაც რომანები ძალიან უყვარს

თავისუფალი დრო

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კითხვა ისე უყვარს, რომ არ აქვს მნიშვნელობა წიგნის ჟანრსა და თუ წერის მანერას, მაინც არსებობს მკითხველთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც უპირატესობას რომანებს ანიჭებს. ხშირ შემთხვევაში, რომანი რთულ სიუჟეტსა და გადახლართულ ურთიერთობებს აღწერს, თუმცა ამავდროულად ეს მისი ხიბლიცაა. გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც რომანის მოყვარულებს (თუ აქამდე არ წაგიკითხავთ) ძალიან დაგაინტერესებთ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

დიდი პატარა ტყუილები, ლიან მორიარტი – „დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია… ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმ პატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება.

ევას სამი ქალიშვილი, ელიფ შაფაქი – პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი – აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ – ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ… და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც მათი ასაკის ნებისმიერი ახალგაზრდა. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ… პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

ცხოველების ფერმა, ჯორჯ ორუელი – მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი წიგნი, ტოტალიტარული რეჟიმისა და ტირანიის ამსახველი საოცარი ლიტერატურული სამყარო, სადაც არ არსებობს ინდივიდი, თავისუფლება, სიყვარული, სადაც 2 + 2 = 5-ს, სადაც ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება და უმეცრება – ძალა; სადაც ცხოველები ადამიანდებიან და ადამიანები ცხოველდებიან.

კონსერვის რიგი, ჯონ სტაინბეკი – წიგნების გმირები ეს ის შთამბეჭდავი პერსონაჟებია, რომელიც კონსერვის რიგის კოლორიტულ, სევდიან და იმედიან ამბავს ქმნიან.

ქალი ხავერდის ყელსაბამით, ალექსანდრე დიუმა – ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები