ფსიქოლოგიური ტესტი – რას გააკეთებდით პირველად?

მხიარული ინფო

სიტუაციური ქმედებები ხშირად ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს გამოავლენს. ჩვენი ქცევა და არჩევანი კონკრეტულ სიტუაციებში ჩვენი შინაგანი სამყაროს გამოძახილია. ასეთ დროს ადამიანების შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე არსებულ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდით – რა იქნებოდა თქვენი პირველი ქმედება? – აირჩიეთ ერთი პასუხი და გაიგეთ მეტი თქვენი პიროვნული მახასიათებლების შესახებ.

1. ჩაიდანს გამოვრთავ – თქვენ ხართ მგზნებარე ადამიანი. თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს სწრაფად და არაფერი შეგაჩერებთ თქვენი მიზნის მისაღწევად. მალე წუხდებით ერთფეროვნებით. ზრუნავთ თქვენს უსაფრთხოებაზე და არ მოგწონთ სიურპრიზები. თქვენთვის გაცილებით ადვილია, მიჰყვეთ მკაფიოდ განსაზღვრულ გეგმას მოულოდნელობების გარეშე.

2. ტელეფონს ვუპასუხებ – თქვენ ხართ ორიენტირებული და დიპლომატიური ადამიანი. თქვენთვის ძნელია სხვების შეცდომების მიღება, თუმცა მარტივად შეგიძლიათ ხალხთან ურთიერთობა. მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

3. ბავშვს დავაწყნარებ – თუ პირველ რიგში შეეცდებით ბავშვის დამშვიდებას, თქვენ ხართ მშვიდი პიროვნება. ყოველთვის მზად ხართ სხვების დასახმარებლად და აფასებთ ადამიანურ ურთიერთობებს. თქვენ მარტოობის გეშინიათ და მნიშვნელოვანია, რომ ვინმე ყოველთვის იყოს თქვენთან ახლოს. თქვენთვის, მშვიდი მყუდრო საღამო ოჯახთან ერთად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ხმაურიანი წვეულება.

4. ძაღლს გავაჩერებ – არეულობა გაქვთ ხშირად სახლში და პირად ცხოვრებაში. თითქოს ვერ ახერხებთ ყველაფრის კონტროლქვეშ მოქცევას. თქვენ ვერ წყნარდებით მანამ სანამ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც გინდათ. თქვენთვის მატერიალური ნივთები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა ღირებულებები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები