გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს

საინტერესო ფაქტები

სტუდენტებს საქართველოში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ, გაცვლითი სასწავლო პროგრამებით სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ისწავლონ. ამ შესაძლებლობას ყველა სტუდენტი არ ან ვერ იყენებს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ქართველი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით, ყველაზე ხშირად, გერმანიაში მიდიან. იმ სტუდენტების უმრავლესობა კი, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლას არ აპირებენ, ამის ძირითად მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს – ასეთია IPM-კვლევების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება, სწავლის გეგმები და დაბრკოლებები ამ სტატიის თემაა. როგორც აღმოჩნდა, საზღვარგარეთ გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს; 50,9% არ ყოფილა, მაგრამ გეგმავს წასვლას, ხოლო 45,6% არ ყოფილა და მსგავსი გეგმები არც აქვს.

იმ სტუდენტებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ სწავლას არ აპირებენ, ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც დაასახელეს. ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზი ფინანსური პრობლემებია (16%), ასევე უცხო ენის არასაკმარისი ცოდნა (11%) და შერჩეულ საზღვარგარეთის ქვეყანაში არსებული რეგულაციები, როგორიცაა ვიზა და ა.შ. (10%).

იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ მსგავს პროგრამებში ჩართულები იყვნენ, ყველაზე მეტი გერმანულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა (18,8%). შემდეგ ადგილზე კი თურქული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაა (6,6%).

იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ მსგავს პროგრამებში ჩართულები იყვნენ, ყველაზე მეტი გერმანულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა (18,8%). შემდეგ ადგილზე კი თურქული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაა (6,6%).

წყარო: ipm.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები