Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

8 უნარ-ჩვევა, რომლებიც ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს

8 უნარ-ჩვევა, რომლებიც ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს
October 08
17:05 2018

ბევრისთვის ტრადიციული განათლება მათემატიკისა და წერა-კითხვის ცოდნას გულისხმობს, თუმცა თანამედროვე სამყარო ამ ცნებასაც უფრო აფართოებს და  მილენიუმელებსაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩვენს სკოლებში შეფასება კვლავ საშინაო დავალებაში და ნასწავლი მასალის სწორად გადმოცემაში იწერება, იშვიათად თუ იპოვით პედაგოგს, რომელიც მოსწავლეებს ქულებს ინოვაციური იდეების მოფიქრებაში ან ახალი მასალის სწრაფად ათვისებაში უწერს, სინამდვილეში კი სწორედ ესაა იმ თვისებათაგანი, რომელიც მოსწავლეს წარმატებულ სტუდენტად და წარმატებულ პერსონად აქცევს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია მოზარდებმა გამოიმუშაონ 8 უნარ-ჩვევა, რომელიც ყველა სტუდენტს წარმატების მიღწევაში დაეხმარება:

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კომუნიკაბელურობა
დღეს კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს და ურთიერთობა სირთულეებთან აღარაა დაკავშირებული. მთავარია სწორად წარადგინოთ საკუთარი თავი და კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ მოსაუბრეზე.

ანალიტიკური აზროვნება
ეს უნარი პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. საშუალებას გაძლევთ განსაჯოთ და სწორად შეაფასოთ სიტუაცია, მარტივად იპოვოთ პრობლემის გადაჭრის გზები და დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ მათ.

ლიდერობა
კარგი ლიდერი არის ის, ვინც სხვებს ერთი მიზნისთვის აერთიანებს და მიღწევისთვის ძალებს არ იშურებს, გუნდის წევრები კი ანგარიშვალდებულნი არიან მასთან. ლიდერობის სხვდასხვა დეფინიცია არსებობს, თუმცა უდავოა, რომ  ლიდერობა საკუთარი თავის გაცნობაში და ყველა დანარჩენი უნარის რეალიზებაში გეხმარებათ.

საჯარო გამოსვლები
რა პროფესიასაც უნდა გაჰყვეთ, დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა  აუცილებლად მოგიწევთ, თუკი, რა თქმა უნდა, ამ სფეროში კარიერულ განვითარებას აპირებთ. უმჯობესია საჯაროდ გამოსვლას სტუდენტობის პერიოდიდან მიეჩვიოთ. პრაქტიკის გავლისთვის, ცუდი არ იქნება თუ აუდიტორიას კურსელები გაგივსებენ, ასე რომ ნუ დაიზარებთ პრეზენტაციის მომზადებას და მის წარდგენას.  ეს შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ და კომპლექსებისგან გაგათავისუფლებთ

ადაპტაცია
სამყარო ცვალებადია, იცვლებიან ჩვენ გარშემო ადამიანები, საქმეები და აუცილებელია მარტივად აუწყოთ ფეხი სიახლეებს. ახალ მსოფლიოს სჭირდება ადამიანები, რომლებიც მუდმივად მიისწრაფვიან სიახლეებისკენ.

კრეატიულობა
დავიწყოთ იქედან, რომ კრეატიულობა პირველ რიგში ალამაზებს და საინტერესოს ხდის თქვენს ცხოვრებას. პირად ურთიერთობებში ის გეხმარებათ, იყოთ მუდმივად ორიგინალური, მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამას გარდა, ამ უნარით დაჯილდოებული ადამიანები მარტივად უმკლავდებიან პრობლემებს, რადგან აბსოლუტურად სხვა მხრიდან ხედავენ და აფასებენ მას. კრეატიულობის გამოჩენა გეხმარებათ პროფესიულ წინსვლაში. ამ უნარის წყალობით ყოველთვის საყურადღებო და თვალშისაცემი ხდება თქვენი იდეები.

ემოციური ინტელექტი
ეს საკუთარი ემოციების კონტროლის უნარს გულისხმობს, თუმცა სულაც არ ნიშნავს ემოციების დაბლოკვას. ემოციური ინტელექტი აქვს ადამიანს, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, როგორ უპასუხოს ამა თუ იმ გარეშე ფაქტორს, იქნება თუ არა მომგებიანი მისთვის აგრესიის გამოხატვა და ამის მიხედვით გადაწყვეტს ის, შეინარჩუნოს სიმშვიდე თუ არა. ემოციური ინტელექტი ურთიერთობების შენარჩუნების და მისი სწორად წარმართვის წინაპირობაა

თანამშრომლობა
კოლაბორაცია იწყება სკოლაში ჯგუფური სამუშაოების ან სხვა დავალებების შესრულების დროს. დღეს შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანთან ვითანამშრომლოთ და კომუნიკაცია პრობლემა აღარაა. კოლაბორაცია არამხოლოდ თვით განვითარებაში არამედ საერთო მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

მოამზადა: მარიამ ელიაშვილმა

338 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2018
M T W T F S S
« Sep    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031