10 საუკეთესო ფილმი სტუდენტურ ცხოვრებაზე

თავისუფალი დრო

ყველა ქვეყანა თავის სოციალური თუ ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური მდგომარეობით განსხვავებულია. შესაბამისად განსხვავებულია ცხოვრების წესი/სტილი. საინტერესოა როგორია სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში სტუდენტური ცხოვრება. არის თუ არა მსგავსება ჩვენსა და მათ შორის, ანალოგიურია თუ არა მათი ცხოვრებისეული პრობლემები და ურთიერთობები.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე  

1. The Social Network – ფილმში აღწერილია თუ როგორ უცბად მოუტანეს მილიარდები ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსელებს Facebokis შექმნამ…

2. The Graduate – კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბენჟამენ ბრედოკი ქალბატონ რობინსონთან ერთად სიყვარულის მახეში გაებმება. შემთხვევით იგი მამამისის ბიზნეს-პარტნიორის ცოლი აღმოჩნდება და ბენჟამენი აღმოაჩენს, რომ ამჯერად მას ქალბატონ რობინსონის თინეიჯერი ქალიშვილი, ელაინი უყვარს.

3. The Art of Getting By – ჯორჯი მარტოსული მოზარდია, რომელსაც არასდროს არ ესმოდა სკოლაში სწავლის აზრი. იგი უმეგობრდება სალის, პოპულარულ რთული ბუნების გოგოს და მასში მონათესავე სულს პოულობს.

4. Road Trip – ფილმი მოგვითხრობს ერთი ბიჭის ისტორიას, რომელიც თავის შეყვარებულს შემთხვევით ღალატის ვიდეოს გაუგზავნის ფოსტით…

5. Rudy – ფილმში მოთხრობილი ცნობილი სპორტსმენის დენიელ რუტიგერის ცხოვრების ისტორია, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს მეტსახელად რუდის ეძახდნენ.

6. Wonder Boys – მაყურებლებმა ამ ფილმს 2000 წლის საუკეთესო ფილმი უწოდეს. უნივერსიტეტის პროფესორი ე.წ. “შუახნის კრიზისს” განიცდის, მის ნიჭიერ სტუდენტს კი ბავშვობიდან ზრდასრულობის ასაკში გარდამავალი პერიოდის სირთულეების გადალახვა უწევს.

7. Good Will Hunting – გას ვან სენტის ფილმი მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ ყმაწვილზე უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს. ფსიქიატრ შონ მაგუაირთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავისი თავის აღმოჩენას შეძლებს.

8. It’s Kind of a Funny Story – დეპრესიული თინეიჯერი ახლებურად შეხედავს ცხოვრებას, როცა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდება.

9. Charlie Barlett – მდიდარი მშობლების შვილი – ჩარლი ბარტლეტი, ქალაქის ყველა ელიტური სკოლიდან გააგდეს, მაგრამ მშობლებმა როგორც იქნა ჩვეულებრივ სკოლაში მინც მოაწყეს. ახალგაზრდა ყალთაბანდმა სულ მალე დაიმსახურა ადგილობრივი ავტორიტეტის ნდობა. ბარტლეტმა მას საკუთარი წარმოების ყოფითი სიბრძნე გაუზიარა, რამაც ამ უკანასკნელს უფროსკლასელებში პოპულარობა მოუტანა.

10. The Internship – ორი ორმოცს მიღწეული მეგობარი რჩება უმუშევარი. ისინი მთელი ცხოვრება გაყიდვების სფეროში მუშაობდნენ. ერთი მათგანი აღმოაჩენს, რომ GOOGLE-ს აქვს სტაჟირების პროგრამა და …

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები