“შეყრა-გაყრა აქ სადაა?” – სახალისო ფრაზები საქართველოს იუსტიციის სახლებიდან

მხიარული ინფო

უხერხული და სასაცილო სიტუაცები ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ალბათ, ყველა აღმოჩინილა ერთხელ მსგავს სიტუაციაში. “ფეისბუკ” გვერდი “იურისპრუდენციამ” შემოგვთვაზა ის ფრაზების და სიტუაციები, რომლებსაც საქართველოს იუსტიციის სახლებში მოისმენთ ან შეხვდებით. ბოლომდე წაიკითხეთ არ ინანებთ.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

თბილისის იუსტიციის სახლებიდან:
– ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება)
– გაფორმების და სახლის დვიჟენიის ამბებში სად უნდა მივიდე?
– მეტრულის აღება მინდა (დაბ. მოწმობა)
– მესამე საერო სივრცეში მინდა
– მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი)
– ეს ნომერი მე გადამახტა
– ბავშვის მიდრეკა მინდა (დაბ. მოწმობა)
– მზა პროდუქციის გატანა მინდა
– სოციალისტური დახმარება მინდა
– ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც?
– ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი
– საქალაქთაშორისო პასპორტის გაკეთება მინდა
– ოსმალეთში მინდა გადასვლა
– სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო?
– თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა
– შეყრა-გაყრა აქ სადაა?
– პირადობის პასპორტი მინდა
– პირველი ხელის მოწერა უფასოა?
– მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ.

ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებიდან:
– კატარღის ცნობა მინდა – (ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა)
– დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი მინდა – (ინდ.მეწარმეობის განახლება)
– ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა – (ცხელი ხაზი)
– უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?
– ლაითი ბარათი მინდა ავიღო – (ID ბარათი)
– გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა – (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ)
– ბავშვის ასლი მინდა – (განმეორებითი დაბ. მოწმობა)
– უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა)
– ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია)
– ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აღება)
– გეომეტრიული სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი)
– უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)
– მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)
– პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?
– ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)
– კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)
– უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? (დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)

– რას ქვია სხვა გვარი ვარ. ჩემი გვარს ნუ მასწავლი შენ.
– აქ მიჩვენებს რომ ჯავახიშვილი ხართ.
– ა, ხო ქმრის გვარზე გადავედი შარშან.

– (დახლთან) ბოლო ვინ არის?
– მობრძანდით (გაიწია)
– დაგელოდებით
– მობრძანდით, მე აქედან ვეჭორავები.

– თქვენ ატელიეში გადაღებულ ფოტოში არ მომწონს ჩემი თავი და რა სურათსაც მოგიტანთ ის ჩამიკარით.
– ჯავშანი მადევს და როგორ ავიხსნა? (იგულისხმება ყადაღაა)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები