სტაჟირება სტუდენტებისთვის სხვადასხვა პოზიციაზე

დასაქმება

1. ფინანსური ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი
ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
პროგრამების ცოდა: MS Office
საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია
ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია

პიროვნული თვისებები:

ყურადღებიანი დეტალების მიმართ
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დროის ეფექტურად მართვის უნარი
გუნდში მუშაობის უნარი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
პროგრესირებადი სახელფასო სისტემა
სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@fino.ge 2018 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

2. სს „ნიკორა“ აცხადებს სტაჟირებას შიდა აუდიტის დეპარტამენტის სამსახურში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი

სტაჟირების პერიოდში თქვენ შეისწავლით და მიიღებთ მონაწილეობას:

შიდა აუდიტის პროექტებში ჰოლდინგის მასშტაბით;
თუ როგორ ხდება რეკომენდაციების შემუშავებისა და მათი შესრულების მონიტორინგი;
თუ როგორ ხდება შიდა აუდიტის რეპორტების მომზადება ;
ჩაერთვებით როგორც ფინანსურ ასევე პროცესუალურ აუდიტში.

სტაჟირებაზე მოსახვედრად საჭიროა:

სწავლობდეთ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულების ბოლო კურსზე ან იყოთ ახალი კურს დამთავრებული;
გქონდეთ აკადემიური მოსწრება – GPA >3;
იცოდეთ Excel მაღალ დონეზე;
ფლობდეთ ინგლისურსა და ქართულ ენებს მაღალ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

განვითარებაზე ორიენტირებულობა;
ანალიტიკური აზროვნება;
ვერბალური და წერითი უნარები;
პრეზენტაბელურობა;
დარწმუნების უნარი.

შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად:

რეზიუმეების გადარჩევა;
ტესტირება;
გასაუბრება;

შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომბინირებული ტესტს შემდეგი მოდულების გათვალისწინებით:

ზოგადი უნარები;
ინგლისურის ტესტი;
ბუღალტერიის შესავალი კურსის ამოცანები (ACCA F1 F2 F3);
ესე ქართულად.

სტაჟირების წარმატებით გავლა გულისხმობს დასაქმებას და კადრის შემდგომ განვითარებას.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ თქვენი СV გამოაგზავნოთ 2018 წლის 31 ოქტომბრამდე.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები სტაჟირების მიზნით , შემდგომი გამოყენებისთვის.

3. გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს სტაჟირებას PR სპეციალისტის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მარკეტინგის განხრით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator… ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები/უნარები: 

შემოქმედებითობა
ორგანიზებულობა
აქტიურობა და მოქნილობა.

ადგილმდებარეობა: ისანი-სამგორის რ-ნი. წულაძის 32 დ.

სტაჟირების ვადა: 1-დან 3 თვემდე.

ანაზღაურება: ანაზღაურების გარეშე (სტაჟირების პერიოდში გათვალისწინებულია ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებისთვის თანხის გამოყოფა)

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 2018 წლის 4 ნოემბრისა.

წერილის სათაურში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება „PR სპეციალისტი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები