ინტერნეტი ახალმა გამოწვევამ მოიცვა – #FallingStars

მხიარული ინფო

სოციალურ ქსელში  ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ჩანს წაქცეული ადამიანები და მათ ირგვლივ მიმოფანტულია მათი ნივთები. ეს ახალი ინტერნეტგამოწვევაა, რომელსაც #FallingStars (ჩამოვარდნილი ვარსკვლავები) ჰქვია და მასში მხოლოდ მდიდარი ადამიანები არიან ჩართულნი. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ფოტოებზე ჩანს ადამიანები, რომლებიც ძვირადღირებული ავტომობილებიდან ან ვერტმფრენებიდან გადმოსვლისას „წაიქცნენ“. მათ ირგვლივ კი არაერთი ძვირადღირებული ნივთია დაყრილი.

გამოწვევის იდეაა, მდიდრებმა წარმოაჩინონ/აჩვენონ თუ რა ფუფუნების საგნებს ფლობენ, თუმცა გაურკვეველია, რატომაა ამისთვის აუცილებელი ფოტოზე “წაქცეული” იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები თავდაპირველად რუსეთში გავრცელდა, სადაც მდიდარი თინეიჯერები საკუთარ სიმდიდრეს „ამზეურებდნენ“.

https://www.instagram.com/p/BpHVEuYB89f/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BpPlLgjBbMt/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BofvwhEH-FS/?utm_source=ig_embed

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები