Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ მოვძებნოთ ინტერნეტში ახალი მუსიკა მარტივად

როგორ მოვძებნოთ ინტერნეტში ახალი მუსიკა მარტივად
October 28
11:42 2018

სტრიმინგულ სერვისებზე ყოველდღიურად დაახლოებით 12 ათასი ახალი სიმღერა ჩნდება, რაც ძალიან ბევრია. ახალ მუსიკაში გარკვევა იოლი არ არის, მაგრამ არსებობს გზები, რომლითაც ამ უზარმაზარ მუსიკალურ ნაკადთან გამკლავება და თქვენთვის მოსაწონი მუსიკის პოვნა შეიძლება.

საყვარელი მუსიკოსების მიხედვით ძებნა დამეხმარება?

ხშირად მუსიკა, რომელიც უკვე მოგწონს, ახლის მოძებნაში გეხმარება. ამიტომ შეისწავლეთ საყვარელი არტისტების დისკოგრაფია. ამის გაკეთება შეიძლება მაგალითად, ვებგვერდზე Discogs, რომელიც ვინილების კოლექციონერებისთვისაა განკუთვნილი ან Rate Your Music-ზე, სადაც მომხმარებლები შეფასებებს ტოვებენ და საყვარელი ალბომების შესახებ რეცენზიებს ეძებენ. ნახეთ, რომელ ჯგუფებთან ან შემსრულებლებთან ერთად უმუშავიათ თქვენს საყვარელ მუსიკოსებს და მოსაწონს აუცილებლად იპოვით; გაითვალისწინეთ რეკომენდაციები მუსიკოსების გვერდებიდან AllMusic. ასევე გაარკვიეთ, რომელ ლეიბლებზე გამოდიოდა თქვენი საყვარელი არტისტების ალბომები და მოუსმინეთ ამავე ლეიბლებზე გამოსულ სხვა ჯგუფებს.

ლეიბლები რა შუაშია?

ხმის ჩამწერი კომპანიები, რომლებიც მუსიკოსების ნამუშევრებს გამოსცემენ, ფაქტობრივად, ფილტრის ფუნქციას ასრულებენ: ისინი არჩევენ მუსიკოსებს, რომლებსაც ჟანრი, განწყობა ან რაიმე კონცეფცია აერთიანებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ლეიბლის გემოვნებით აწყობილი მუსიკის უნიკალური კრებული, და თუ თქვენ მას ენდობით, დიდი ალბათობით, მათ მიერ გამოცემული ბევრი რამ მოგეწონებათ. ამ მხრივ შეიძლება დაგეხმაროთ ვებგვერდი Bandcamp-ი, სადაც ლეიბლებს ხშირად გვერდები აქვთ და იქ ერთი არტისტის გვერდიდან, იოლად გადახვალთ მეორის გვერდზე.

მხოლოდ ერთი ან ორი ჟანრი თუ მომწონს?

გაფილტრეთ. მაგალითად, Rate Your Music-ზე არის ჩარტები ჟანრების მიხედვით. ალბომების ჟანრების მიხედვით არჩევა შეიძლება ასევე ვებგვერდზე Metacritic-ი, რომელზეც კრიტიკოსების შეფასებებია თავმოყრილი. გარდა ამისა, შეიძლება სტრიმინგული სერვისების Apple Music, Google Play Music და YouTube Music გამოყენება, სადაც ყოველთვის არის ჟანრების ფილტრი და კომპოზიციებთან და ალბომებთან დაკავშირებული რეკომენდაციების სისტემა. მაგრამ თუ თქვენ არსებითად ახალი მუსიკის პოვნა გინდათ, საყვარელი ჟანრების ჩარჩოებს უნდა გასცდეთ. აქ ინტერნეტრადიოსადგურები დაგეხმარებათ. ონლაინრადიოს ჩვეულებრივ აქვს პირდაპირი ეთერი, ასევე საავტორო გადაცემები, რომელთა ჩანაწერებიც ხელმისაწვდომია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტერნეტრადიოსადგური, რომელსაც მუსიკალური გემოვნების განვითარება შეუძლია არის NTS. აქ ნამდვილად მოუსმენთ იმაზე უჩვეულო მუსიკას, ვიდრე სტრიმინგული სერვისები გთავაზობენ.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ახალი მუსიკის შესახებ სად წავიკითხო?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად ხართ თემით დაინტერესებული. შეიძლება მასალების წაკითხვა ისეთი ცნობილი ინგლისურენოვანი გამოცემების „კულტურის“ განყოფილებაში, როგორებიცაა მაგალითად, The Guardian-ი ან The New York Times-ი. ან დიდ მუსიკალურ მედიებში – FACT, The Quietus, Pitchfork და Stereogum. არსებობს სპეციალიზებული ვებგვერდები. ელექტრონულ მუსიკას ეძღვნება Resident Advisor და Beatport, პირველზე ქვეყნდება ტექსტები, მეორე კი ელექტრონული მუსიკის უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიაა, მაგრამ სიახლეებში ორივე გაგარკვევთ.

მუსიკალური პრემიების ან ფესტივალების მიხედვით რამეს ვიპოვნი?

რა თქმა უნდა. პრემიები მნიშვნელოვანი ფილტრის როლს თამაშობს: ძალიან ბევრი მუსიკოსიდან ისინი ირჩევენ ყველაზე გამორჩეულებს და ჟიურის აზრით საუკეთესოებს აჯილდოებენ. ამიტომ ღირს არამხოლოდ გამარჯვებულების, არამედ ნომინანტების მოსმენაც.

ახლის მოძებნაში ფესტივალების „ლაინაფებიც“ დაგეხმარებათ. თითქმის ყველა დიდ ევროპულ ქვეყანას, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ზე, თავისი დიდი მუსიკალური ფესტივალი აქვს, მაგრამ მათ შორის მთავარია რამდენიმე: ესპანური Primavera, ამერიკული Coachella და ვებგვერდის Pitchfork ფესტივალი, აღმოსავლეთევროპული Sziget, სკანდინავიური Flow და Way Out West. შეიძლება ფესტივალზე გამგზავრება, ისევე როგორც ლაინაფიდან ჯგუფების მოსმენა.

და აბსოლუტურად დამოუკიდებელი მუსიკა თუ მინდა?

მაშინ ეძებეთ ის Bandcamp-სა და Soundcloud-ზე, სადაც მუსიკოსები თავად ტვირთავენ კომპოზიციებს.

წყარო: imedinews

94 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2018
M T W T F S S
« Sep   Nov »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031