Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის
October 29
16:38 2018

1. სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მხარდაჭერის განყოფილებაში.

მოვალეობები:

კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
ინფორმაციის მიწოდება და გადამოწმება;
რეპორტების მომზადება;

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” – ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟიორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 ოქტომბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებასა და გასაუბრებრებაზე, კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

2. ისუტიციის სამინისტრო აცხადებს ვაკანტურ ადგილს ანალიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე.

კატეგორია: სტაჟირება
თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი
ადგილების რაოდენობა: 3
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სისხლის სამართლის, ანტიკორუფციულ და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საკითხებზე მუშაობა;
  • სისხლის სამართლის რეფორმის საბჭოს სამდივნოს საქმიანობის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს საქმიანობის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება;
  • უწყებათაშორისი კომუნიკაცია;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.

საკონკურსო თემატიკა:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
    საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR);
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC);
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
    საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულება „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“;
  • „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სახელმძღვანელო წესები;
  • საერთაშორისო ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) http://www.opengovpartnership.org/;
  • ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp;
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN) http://www.oecd.org;
  • „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ (EaP) http://www.coe.int/t/dgap/eap-facility

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამართლის ბაკალავრი ან ამავე პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.

კონკურსის ეტაპები:

განცხადების გადარჩევა;
წერითი დავალება;
გასაუბრება.

სტაჟირების კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.

  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი ან ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან, რომელშიც მითითებული იქნება საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების (არანაკლებ 165) რაოდენობა ან სხვაგვარად დადასტურდება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის ქონა;
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
    აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა;
  • კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • საკონკურსო ეტაპები: განაცხადების გადარჩევა, წერითი დავალება და გასაუბრება. (წერითი დავალების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ დავალებას ქართულ და ინგლისურ ენებზე, ქართული ენისა და ზოგადი უნარების ტესტებს. წერითი დავალების ეტაპის წარმატებით გავლად ჩაითვლება პროფესიულ დავალებაში, ქართული ენისა და ზოგადი უნარების ტესტებში, თითოეულში, მაქსიმალური ქულის 60%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება).
  • გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა – 5).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2 ნოემბრის ჩათვლით.

3. „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანტურ ადგილს ბუღალტერიის დეპარტამენტში, სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობა
rs.ge – ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა;
საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

ეკონომიკური/ფინანსური განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი;
სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
სასურველია RS.ge ზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
სისწრაფე და ოპერატიულობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@nexia.ge 2018 წლის 15 ნოემბრამდე. წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

25 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2018
M T W T F S S
« Sep    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031