სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება

დასაქმება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 8 ნოემბერს 15:00 საათზე.

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით. აპლიკანტებს ვაკანსიების ჩამონათვალი ბაზაში დღეს 15:00 საათიადან გამოუჩნდებათ.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სტაჟირების პროგრამის ცხელი ხაზის ნომერზე: 2 19 77 55.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები