გასაუბრებაზე დასმული ყველაზე უცნაური კითხვები

მხიარული ინფო

გასაუბრება, ყველაზე საინტერესო და რთული პროცესია. რთულია, რადგან სტრესულია – გვინდა, რომ “კარგად მოვიქცეთ”, მოვეწონოთ და “სამსახურში აგვიყვანონ”. შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ ჩვენს არასწორ პასუხებს ეიჩარის მიერ დასმული უცნაური კითხვები განაპირობებს – ზოგჯერ ორაზროვანი, ზოგჯერ სულელური და ზოგჯერ გაუგებარი.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

გთავაზობთ გასაუბრებაზე დასმული უცნაურ კითხვებს:

– სად ხედავთ თქვენს თავს 10 წელში (ხვალ სად იქნები ის არ იცი და …)

– ჩამოთვალეთ თქვენი უარყოფითი თვისებები (რატომ აქვთ მოლოდინი, რომ ვინმე გასაუბრებაზე აღიარებს იმას, რომ მუდამ აგვიანებს, ზოგჯერ უპასუხოსმგებლოდ იქცევა და ა.შ.)

– რატომ მოგინდათ რომელიმე უცხო ენის შესწავლა?

– რამდენია თქვენთვის სასურველი ხელფასი ამ პოზიციაზე? (გათვლილზე ნაკლებს იტყვი – იაფ მუშახელად დაგიჭერენ, მეტს იტყვი და უარყოფილი იქნები – უნდა გამოიცნო) და ა.შ.

– როგორია შენი ოცნების სამსახური? (არადა, შესაძლოა, კატების მოვლაზე ოცნებობდეთ, რასაც საზღვარგარეთ კარგად ანაზღაურებენ)

– რა შეგიძლია შემოგვთავაზო ისეთი, რასაც სხვა ვერ შემოგვთავაზებს? (იდეა ფული ღირს)

– საიდან გაიგე ამ ვაკანსიის შესახებ? 

გაიხსენეთ, თქვენთვის რა უკითხავთ ყველაზე უცნაური და სულელური?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები