ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

მედისონის ამბულატორიული ქსელი აცხადებს ვაკანსიას ექიმი სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სტუდენტი;
სასაურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პაციენტის მიღება, მომზადება და ექიმის დახმარება პროცედურების დროს;
სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი. ვაჟა ფშაველას გამზ 83/11
სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და dent@medison.ge. „subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.  განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 დეკემბერი.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე/

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

გაყიდვების პროცესში მაღაზიის კონსულტანტის დახმარება
უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

საშუალო განათლება ან სტუდენტი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „დამხმარე კონსულტანტი”. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 დეკემბერი.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: საკომისიო
სამუშაო ადგილი: ბათუმი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
იმუშავებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

სხარტი აზროვნების უნარი;
სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Agents-Region@tbcinsurance.ge 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: „სადაზღვევო აგენტი/ბათუმი“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები